სუარესი: „2010 წელს „ოქროს ბურთს“ ინიესტა იმსახურებდა“

"ბარსელონას" ლეგენდას, ლუის სუარესს მიაჩნია, რომ 2010 წელს "ოქროს ბურთი" ანდრეს ინიესტას უნდა მოეგო და არა ლიონელ მესის.
"ბოლო წლებში ესპანეთმა ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ნებისმიერ ესპანელ ფეხბურთელს შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი, მესი და რონალდუ, ასევე ლა ლიგაში გამოდიან, მაგრამ იმ წელს, როდესაც ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, "ოქროს ბურთი" ინიესტას ან ჩავის უნდა მიეღო."
"საქმე არაა მხოლოდ იმაში, რომ ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მაგალითად, ინიესტამ გაიტანა გოლი ტურნირის ფინალში და მოიგო ტიტულები მესისთან ერთად "ბარსელონას" შემადგენლობაში. ინიესტა და ჩავი გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები და ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო." - განაცხადა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ 78 წლის ესპანელი "ოქროს ბურთის" გამარჯვებული 1960 წელს გახდა და ის რჩება ერთადერთ ესპანელ ფეხბურთელად, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]