"რეალი" - "ბარსელონა". მატჩს მალენკო განსჯის

  • 12-03-2014, 14:11
  • "რეალი" - "ბარსელონა". მატჩს მალენკო განსჯის

    ოფიციალურად ცნობილი გახდა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 29-ე ტურში "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას განსჯის. იტყობინება, Sport.es.

    შეხვედრაში, რომელიც 23 მარტს შედგება, უნდიანო მალენკო იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის აპრილში 40 წლის არბიტრმა, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება განსაჯა, რომელიც ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გაიმართა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა.

    მიმდინარე სეზონში მალენკო "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" (0:0) დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა. აქვე გეტყვით, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთხსენებული შეხვედრის არბიტრი - კლოს გომესი უნდა ყოფილიყო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV