სანჩესი: „ვიდალი იდეალურია „ბარსელონასთვის“

სანჩესი: „ვიდალი იდეალურია „ბარსელონასთვის“

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ჩილელი თანაგუნდელი არტურო ვიდალი, იდეალური იქნებოდა "ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის".

"არტურო იდეალური იქნებოდა "ბარსელონასთვის". ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მას აქვს მაღალი სათამაშო ხარისხი და მოხარული ვიქნები, თუ საბოლოოდ ვიდალი აქ, ესპანეთში გადმოვა." - აცხადებს ალექსის სანჩესი.

ამჟამად, ვიდალი ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობს. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მან 11 გოლი გაიტანა და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა 26 მატჩში.

გარდა "ბარსელონასი", ფეხბურთელით ასევე ინტერესდება მადრიდის "რეალი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.