"რეალი" - "ბარსელონა". მატჩს კლოს გომესი განსჯის

  • 7-03-2014, 13:51
  • "რეალი" - "ბარსელონა". მატჩს კლოს გომესი განსჯის

    მსაჯთა კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა არბიტრის ვინაობა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 2013/2014 სეზონის 29-ე ტურის მატჩში, "რეალი" - "ბარსელონას" დაპირისპირებას განსჯის. საუბარია 41 წლის არბიტრზე - კლოს გომესზე. იტყობინება, AS.

    გომესმა აქამდე კლასიკო ორჯერ განსაჯა: ესპანეთის 2012 წლის სუპერთასის პირველი მატჩი, სადაც "ბარსელონამ" (3:2) გაიმარჯვა, ასევე გასულ წელს ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალი (1:1). 

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "რეალმა" არაერთხელ გაასაჩივრა კლოს გომესის ქმედებები. 2013 წლის დეკემბერში "ოსასუნასთან" (2:2) დაპირისპირებაში, მან სერხიო რამოსი გააძევა. მოგვიანებით კი მცველის წითელი ბარათი, სადისციპლინო კომიტეტმა გააუქმა. 

    "რეალი" - "ბარსელონას" დაპირისპირება 2014 წლის 23 მარტს გაიმართება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV