განაცხადში 23 ფეხბურთელი მოხვდა

განაცხადში 23 ფეხბურთელი მოხვდა

ხერარდო მარტინომ "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა. გადაწყდა, რომ ინგლისში 23 ფეხბურთელი გაემგზავრება. განაცხადს მიღმა ჯონათან დოს სანტოსი და ისააკ კუენკა დარჩნენ.

გუნდი მანჩესტერში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 9 საათსა და 30 წუთზე გაემგზავრება. 19 საათსა და 15 წუთზე ხერარდო მარტინო პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 20 საათზე გუნდი "სიტის" სტადიონზე ივარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ თამაში სამშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

"სიტისთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, ოიერი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, ტელიო, აფელაი, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.