მარტინო: "ესპანეთის თასის ფინალში ჩვენს კარს პინტო დაიცავს"
კატალონიური კლუბის, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო "ტატა" მარტინომ დაასახელა ის მეკარე, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარს ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის ფინალში დაიცავს.
"მე უკვე ვთქვი პინტო - ის ჩვენი ძირითადი მეკარეა ესპანეთის სამეფო თასზე.
ეს ეხაბა მთელ ტურნირს, პირველ მატჩსაც და ბოლოსაც" - განაცხადა ხერარდო მარტინომ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონა", ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მატჩი 19 აპრილს "ვალენსიას" სტადიონ "მესტალიაზე" გაიმართება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხოსე მანუელ პინტომ მთლიანობაში "ბარსელონას" მაისურით კოპა დელ რეიზე 38 მატჩი ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]