"ბარსა" რეინაზე უარს ამბობს და ლა ლიგის ოთხი მეკარით ინტერესდება

"ბარსა" რეინაზე უარს ამბობს და ლა ლიგის ოთხი მეკარით ინტერესდება

"ბარსელონამ" უარი თქვა "ნაპოლის" მეკარის, ხოსე რეინას ყიდვაზე, იტყობინება El Mundo Deportivo. რეინას შეეძლო "ბარსას" სათადარიგო მეკარე გამხდარიყო.

ამ ცნობის თანახმად, კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის ოთხი მეკარით ინტერესდება. "ბარსელონაში" გადასვლის კანდიდანტები არიან: კიკო კასილია ("ესპანიოლი"), მიგელ მოია ("ხეტაფე"), დიეგო ალვეში ("ვალენსია") და კლაუდიო ბრავო ("რეალ სოსიედადი").

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში "ბარსელონას" პირველი მეკარე, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" გერმანელი მეკარე, ახალგაზრდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.