კაპელო: "მესი რონალდუზე მეტად კრეატიულია"

კაპელო: "მესი რონალდუზე მეტად კრეატიულია"

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"ორივე ფეხბურთელი ფენომენალურია. მათ განსხვავებული სტილი აქვთ. რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი. რაც შეეხება მესის, ის ბევრად უფრო კრეატიულია, ვიდრე პორტუგალიელი. როდესაც გუნდში გყავს მესი ან რონალდუ, ყოველთვის გაქვს იმის გარანტია, რომ ისინი თამაშის შეცვლას შეძლებენ."

"ბარსელონაში" მწვრთნელის შეცვლამ ბევრი რამ გამოიწვია. ახლა მათი თამაში ცოტათი უფრო სწრაფია. ისინი დაცვაში კარგად თამაშობენ და ბევრ გოლსაც იტანენ, თუმცა ვფიქრობ, ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ, რათა ახალ მწვრთნელს შეეგუონ."

"ვფიქრობ, ლა ლიგის მოგების ფავორიტი მადრიდის "რეალია". სეზონის ბოლომდე "რეალსა" და "ბარსელონას" შორის დიდი ბრძოლა იქნება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვებულები მადრიდელები გახდებიან. რა თქმა უნდა, მთავარი ფავორიტები "რეალი" და "ბარსელონა" არიან, მაგრამ "ატლეტიკომ" ყველას დაანახა, რომ მათაც შეუძლიათ ბრძოლა,"-განაცხადა "რეალის" ექს-მწვრთნელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.