კრიშტიანუ, ფიგუ და სხვები. "ოქროს ბურთი" ტიტულების გარეშე

კრიშტიანუ, ფიგუ და სხვები. "ოქროს ბურთი" ტიტულების გარეშე

მადრიდის "რეალის" 28 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი - კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც გუშინ კარიერაში რიგით მეორე "ოქროს ბურთი" მოიპოვა (2008, 2013), არ არის პირველი ვინც პრესტიჟული ჯილდოს მოგება ტიტულების გარეშე მოახერხა. 

XXI საუკუნეში ფეხბურთელების უმრავლესობა "ოქროს ბურთის" გამარჯვებულები ისე ხდებოდნენ, რომ აქტივში ტიტულებიც ჰქონდათ. თუმცა გასულ საუკუნეში ისეთი გამარჯვებული, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა კიდევ 5 გვყავს. 

უკანასკნელი მათგანი, ლუიშ ფიგუა, რომელსაც თავის დროზე "ბარსელონაშიც" და მადრიდის "რეალშიც" უთამაშია. ფეხბურთელი 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. გახდა სკანდალური ტრანსფერის მონაწილე - "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" გადასვლით, მაგრამ ის ამ წელს უტიტულოდ დარჩა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.