"ატლეტიკო"-"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

  • 12-01-2014, 18:39
  • "ატლეტიკო"-"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

    "ატლეტიკოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

    • ლა ლიგაში ჩატარებულ 150 თამაშში პედრომ 48 გოლი გაიტანა. მას "ბარსელონას" მაისურით 250-ე შეხვედრის (იგულისხმება ყველა ტურნირი ) ჩატარებამდე 7 მატჩი უკლია.
    • ჩავიმ კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 699 თამაშში მიიღო მონაწილეობა. "სან მამესზე" გამართული შეხვედრის შემდეგ მან ინიესტასა და ბუსკეტსთან ერთად პირველად ითამაშა.
    • დანი ალვესმა მიიღო მეხუთე ყვითელი ბარათი და ის "ლევანტესთან" შეხვედრას გამოტოვებს.
    • ამ სეზონში უკვე ზედიზედ 4-ჯერ ითამაშეს ალექსისმა, სესკმა და პედრომ ერთად თავდასხმაში.
    • დაფიქსირებული შედეგი ამ სეზონში "ბარსას" მესამე უგოლო ფრე არის. ორჯერ ეს "ატლეტიკოს", ხოლო ერთხელ "ოსასუნას" წინააღმდეგ მოხდა.
    • ამ სეზონში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართული ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდა. მხოლოდ სუპერთასის პირველ თამაშში გაიტანეს გოლები გუნდებმა.
    • სერხი რობერტომ, რომელმაც პედრო შეცვალა, გუნდის ბოლო 12 შეხვედრაში ითამაშა და აქედან 5-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
    • "ბარსას" 766 პასიდან 651 ზუსტი იყო, "ატლეტიკოს" 346 გადაცემიდან კი 240.
    • ბოლო 2 თვის განმავლობაში ნეიმარმა და მესიმ ერთად პირველად ითამაშეს. აქამდე ისინი ერთად სათამაშოდ გამოვიდნენ "ბეტისის" მოედანზე, სადაც მესიმ ტრავმა მიიღო. "ხეტაფეს" წინააღმდეგ არგენტინელმა ითამაშა, მაგრამ ნეიმარმა შეხვედრა გასტროენტერიტის გამო გამოტოვა.
    • აქამდე ამ ორ გუნდს შორის ნულოვანი ფრე 2003/04 წლების სეზონში დაფიქსირდა.
    • "ბარსელონა" აგრძელებს ლა ლიგაში ლიდერობას, რაც უკვე 57 ტური გრძელდება.
    • "ბარსამ" ზედიზედ მესამედ შეინახა კარი მშრალად. ამ სეზონში 30 შეხვედრიდან 15 თამაშში გუნდმა გოლი არ გაუშვა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV