არდა თურანი: „მესი უცხოპლანეტელია“

არდა თურანი: „მესი უცხოპლანეტელია“

"ბარსელონასთან" ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე და ნახევარმცველი გაბი შედეგით კმაყოფილები იყვნენ, ხოლო არდა თურანი აცხადებდა, რომ ლიონელ მესი სხვა პლანეტიდანაა ჩამოსული.

"ზეწოლა ძალიან დიდი იყო. ბურთი მოედნის ცენტრში დიდხანს ჩერდებოდა. ორივე გუნდი მეტოქისთვის უპირატესობის გამოყენებაში ხელის შეშლას ცდილობდა.

ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. საინტერესო თამაში გამოვიდა. თავისი ძალა ორივე გუნდმა აჩვენა.

ყოველთვის მოგება გვინდა, მაგრამ "ატლეტიკომ" ლიდერობა შეინარჩუნა და ამიტომ, კმაყოფილები ვართ." - განაცხადა თამაშის შემდეგ "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ.

"მატჩი ისე მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ გვაწყობდა. მოედანზე ერთმანეთს ესპანეთის 2 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა. შედეგით კმაყოფილები ვართ. ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა. თუ ბურთს დაკარგავ, "ბარსელონასთვის" მისი ართმევა ძალიან ძნელია. ჩვენ შედარებით დაცვით ფეხბურთის თამაში მოგვიხდა." - ეს უკვე გაბის სიტყვებია.

"მესი ამქვეყნიური არაა. ის უცხოპლანეტელია. ჩემთვის, მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა." - ასეთი კომენტარი გააკეთა არდა თურანმა თამაშის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.