მარკოს ალონსო: "მესი უფრო და უფრო ემსგავსება მარადონას"

მარკოს ალონსო: "მესი უფრო და უფრო ემსგავსება მარადონას"

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკოს ალონსომ ლიონელ მესის დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

"მესი არის დიდებული ფეხბურთელი. გუშინ მან გასაოცარი თამაში აჩვენა. ლეომ კიდევ დაამტკიცა, რომ სხვა პლანეტიდანაა. ის 2 თვის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა 2 გოლი, ძალიან ენერგიულად გამოიყურებოდა. მან ტრავმა ძალიან კარგად მოირჩინა."

"ის კიდევ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება მარადონას. მასსა და დიეგოს შორის დიდი მსგავსებაა. ისიც ტრავმის შემდეგ "სევილიასთან" დაბრუნდა და დუბლი შეასრულა. ეს ძალიან კარგად მახსოვს."

"მე "ოქროს ბურთს" მესის მივცემდი, თუმცა წელს არამგონია, მან შეძლოს ამ ჯილდოს მოგება. "ატლეტიკო"-"ბარსა" ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა "ბარსა" სხვა პლანეტიდანაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.