ბოლო სავარჯიშო სესია "ხეტაფესთან" მატჩამდე

  • 8-01-2014, 19:20
  • ბოლო სავარჯიშო სესია "ხეტაფესთან" მატჩამდე

    კოპა დელ რეის მატჩამდე, "ხეტაფეს" წინააღმდეგ, 10 საათით ადრე, "ბარსელონამ" ბოლო სავარჯიშო სესია გამართა. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" ივარჯიშა, რაც ნორმალურია საშინაო თამაშამდე. ტატა მარტინოს შერჩეულ 18 კაცთან ერთად, სესიაში მონაწილეობას იღებდნენ აფელაი, ბარტრა, ალვესი და "ბარსა ბ"-ს გოლკიპერი მიგელ ბანიუსი.

    ნეიმარს არ უვარჯიშია, გასტროენტერიტის გამო. ის ასევე გამოტოვებს "ხეტაფესთან" მატჩს, ამიტომ მარტინომ მის მაგივრად ჩავი მიიწვია, რომელიც, პრინციპში, მატჩამდე ძირითადად ისვენებდა.

    სესიის შემდეგ გუნდმა გეზი სასტუმრო Hotel Princesa Sofia-სკენ აიღო, სადაც ისინი ჭამენ და დაისვენებენ საღამომდე, როდესაც სტადიონზე დაბრუნდებიან. მატჩი, "ბარსელონა" - "ხეტაფე" გაიმართება ღამით, 01:00 საათზე (თბილისის დროით).

    [media=http://www.youtube.com/watch?v=SFbD0qfBEt0]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV