ვიდიჩი, შესაძლოა, "ბარსაში" გადავიდეს

ვიდიჩი, შესაძლოა, "ბარსაში" გადავიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ნემანია ვიდიჩი კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. 32 წლის გამოცდილი მცველით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. მათ შორისაა "ბარსელონაც". "ბლაუგრანას" ცენტრალურ დაცვაში პრობლემები აქვს.

"ამ ეტაპზე, "მანჩესტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოვრიცხავ. მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ვიდიჩი დიდებული ფეხბურთელია, შესაბამისად ახალი კლუბის მოძებნა პრობლემა არ იქნება,"-განაცხადა ვიდიჩის აგენტმა, სილვანო მარტინამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.