ბოიანი: "მე დავამტკიცე, რომ შემიძლია"
დღეს ეს ბიჭი 20 წლისაც კი არ არის, მაგრამ "ბარსელონას" შემადგენლობaში ერთ-ერთ ვეტერანად ითვლება. როგორც სხვა თანაგუნდელები, ბოიან კრკიჩიც 19 რიცხვში დაუბრუნდება ვარჯიშს და თავისი მეოთხე სეზონისთვის მოემზადება ესპანეთის პირველ დივიზინში.
ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ იგი შეინარჩუნებს თავის ფორმას, რომლის წყალობითაც წინა სეზონის ბოლოს ხშირად გვევლინებოდა ძირითად შემადგენლობაში. ბოიანს არ ავიწყდება, რომ მისი ეს წარმატება ახალგაზრდულ გუნდში დიდი მუშაობის შედეგია.
ბრწყინვალე ფინალის შემდეგ თავს როგორ გრძნობ ახალი სეზონის დაწყების წინ?
კაგრად. ბოლო მატჩები ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკმარისი დრო მქონდა სათამაშოდ, თავდაჯერებულობაც არ მაკლდა და ყველაფერი კარგად განვითარდა. მინდა იგივე ტემპში დავიწყო ახალი სეზონი.
"ვილიარეალთან" გატანილი გოლით ყველანი გაოცებულები დაგვტოვე. ეს შენს კარიერაში საუკეთესო გოლი იყო?
ძალიან კარგი გოლი გამოვიდა, ის მატჩიც დიდი მნიშვნელობის მატარებელი გამოდგა ჩემთვის. "ინტერთან" წარუმატებლობის შემდეგ, ამ შეხვედრამ განწყობა გამომიკეთა. მე დრო მომცეს და კაგრად თამაშიც დავიწყე.
შემდეგი სეზონი ბოიანის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების სეზონი იქნება?
ვიმედოვნებ ამჟამინდელ ფორმას შევინარჩუნებ. მე სეზონი დავამთავრე კარგი თამაშით. დავამტკიცე, რომ ჩემი ნდობა შეიძლება და ისიც დავამტკიცე, რომ სარგებლობის მოტანა შემიძლია.
ბოლო ორი სეზონი კლუბის ისტორაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. რას ელით ახალი სეზონისგან?
წინა ორ სეზონში ტემპი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ახალ სეზონში ჩვენგან უფრო მეტს ელიან. ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ ფორმა, განსაკუთრებით ახალგაზრდულ თაობაში უნდა გაძლიერდეს თამაშის ჟინი. ბრძოლას არ შევწყვეტთ, მითუმეტეს, როდესაც ასეთ დონეზე ვიმყოფებით და დარწმუენბული ვარ, ფანები დაგვეხმარებიან.
კლუბში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ამაზე რას ფიქრობ?
ძალიან კარგი ცვლილებები მოხდა და ვფიქრობ, კარგი იდეაა იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც ადრე "ბარსელონას" ფეხბურთელები იყვნენ. მათზე კარგად არავის ესმის ფეხბუთის და იმ სტილის, რომელსაც დღესდღეობით "ბარსა" მისდევს. გახარებული ვარ გილერმო ამორის გამო და დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მივაღწევთ.
შენ "ლა მასიადან" მოდიხარ. ალბათ გაგიხარდა ახალგაზრდული გუნდის წარმატება...
დიახ, ძალიან გახარებული ვარ. ეს არის კლუბი, რომელიც ძირითადად თავისი აღსაზრდელების წყალობით აღწევს წარმატებას. უმცროსი გუნდის მეორე დივიზიონში გადასვლა რაღაც საოცარი მოვლენაა. ამ ფეხბურთელთა უმეტესობასთან ერთად ნათამაშარი მაქვს და ისინი ჩემი მეგობრები არიან.
მალე მუნდიალის ფინალი ჩატარდება. რას ფიქრობთ იმ თანაგუნდელებზე, რომლებიც შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ?
ძალიან გამიხარდება მათ მაგივრად. ნებისმიერი მათგანი იმსახურებს ამ ტიტულს. განსაკუთრებით კარლეს პუიოლი, რომელმაც უდიდესი მნიშვნელობის გოლი გაიტანა ნახევარფინალში.
როდესაც კარლესმა გერმანიას გოლი გაუტანა, ორი წლის წინდელი "ელ კლასიკოს" მეორე გოლი ხომ არ გაგახსენდათ?
დიახ, რა თქმა უნდა. ეს ორი გოლი ნამდვილად ანალოგიურებია. ეს კომბინაცია ნამდვილად იდეალურად იყო დამუშავებული.
გაბედავთ და ფინალის პროგნოზს გააკეთებთ?
როგორც წინა თამაშებში ესპანეთი ალაბათ ერთ გოლს გაიტანს და იმედია, ეს საკმარისი იქნება.
წყარო: www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]