"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე 16.6 მილიონი გამოიმუშავა

  • 13-12-2013, 15:32
  • "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე 16.6 მილიონი გამოიმუშავა

    უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ 16.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

    ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გასვლისთვის, გუნდი უეფასგან 2.1 მილიონ ევროს იღებს; ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის - 8.6 მილიონს; ჯგუფური ეტაპის მატჩის მოგებისთვის - მილიონს; ჯგუფურ ეტაპზე ფრისთვის - 0.5 მილიონს, ხოლო 1/8 ფინალში გასვლისთვის - კიდევ 3.5 მილიონ ევროს.

    აღსანიშნავია, რომ ყველას ლონდონის "არსენალმა" აჯობა, რომელმაც ჯამში 18.2 მილიონი ევროს გამომუშავება მოახერხა.

    გთავაზობთ იმ 16 გუნდის ჩამონათვალს, რომლებმაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს:

    1. ლონდონის "არსენალი" - 18,2 მილიონი ევრო

    2-3. "მილანი" - 17,7

    2-3. "შალკე 04" - 17,7

    4-5. მადრიდის "რეალი" - 17,6

    4-5. მადრიდის "ატლეტიკო" - 17,6

    6. მიუნხენის "ბაიერნი" - 17,2

    7-8. "მანჩესტერ სიტი" - 17,1

    7-8. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 17,1

    9. სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" - 16,7

    10-11. "ბარსელონა" - 16,6

    10-11. "პარი სენ ჟერმენი" - 16,6

    12-13. დორტმუნდის "ბორუსია" - 16, 1

    12-13. ლონდონის "ჩელსი" - 16,1

    14-15. ლევერკუზენის "ბაიერი" - 15,6

    14-15. "ოლიმპიაკოსი" - 15,6

    16. "გალათასარაი" - 14,6

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV