ესპანეთი - ჰოლანდია. მატჩისწინა კომენტარები

ესპანეთი - ჰოლანდია. მატჩისწინა კომენტარები

სერხიო რამოსი:

მე ვგრძნობ, ჩვენი თითოეული ნაბიჯი როგორი ყურადღების ქვეშაა. ფეხბურთელის კარიერის მთავარი მიზანი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაყვანაა. მე ვამაყობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა. ამჟამად ესპანეთის ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო თაობა ჰყავს. მე ჩვენს წარსულს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ის, რომ ესპანეთის ნაკრები ფინალშია, წარსული იმედგაცრუებების ანაზღაურებაა. ჩვენ მთელი ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენ მომენტები უნდა გამოვიყენოთ და ჩემპიონები გავხდეთ! მე ვიხსენებ ჩემს ოჯახს, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გამუდმებით გვქომაგობდნენ. ისინი გამარჯვებას იმსახურებენ!

კარლეს პუიოლი:

კვირას ესპანელებს გავაბედნიერებთ. ჰოლანდიელებთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ორივე გუნდს დიდი ტალანტი აქვს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან იდეალურ ფორმაში ვართ. პირველი მატჩი შვეიცარიასთან წავაგეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი. ყველაფერი კარგადაა, იმედი მაქვს ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ.

ბერტ ვან მარვიკი: 

ჰოლანდიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორჯერ ითამაშა, მაგრამ ვერცერთი ვერ მოიგო. ნახევარფინალში, როდესაც მესამე გოლი გავიტანეთ, მე სწორედ ამაზე ვფიქრობდი. 1974 და 1978 წლის ნაკრებები საუკეთესოა ჰოლანდიის ისტორიაში, მაგრამ დღევანდელი ნაკრები მათ არ უნდა შევადაროთ. ჩვენ უბრალოდ თითოეული ჰოლანდიელისთვის ვთამაშობთ.ესპანეთი ბოლო წლებში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მათი თამაში ჩვენთვის გამოცანა არ იქნება. ესპანელების არ გვეშინია. მათთან შეხვედრა დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ საკუთარი ძალების გვჯერა. ჩვენ ესპანელების დამარცხება შეგვიძლია.

დირკ კიუიტი:

ჩვენ არავისი არ გვეშინია. გახსოვთ, გერმანიას ეშინოდა ესპანეთის და შეტევებიც არ გამოსდიოდათ. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ისე თუ ვითამაშეთ, როგორც გერმანელებმა, აუცილებლად წავაგებთ. მეტოქე გუნდს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მათი არ გვეშინია.

მარკ ვან ბომელი:

ესპანეთის ნაკრები ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს. მათთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება. მათი ნახევარდაცვა უნდა გავანეიტრალოთ და ფლეიმეიკერებს თამაშის საშუალება არ მივცეთ. ეს ჩვენი მიზანია, რადგან ხავი და ინიესტა ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. ისინი თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოში საუკეთესონი არიან. დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რათა დავამარცხოთ ესპანელები.

სერხიო ბუსკეტსი:

რა თქმა უნდა, ძარცვა არავის სიამოვნებს. ეს გერმანიასთან მატჩის დღეს მოხდა, მაგრამ ამან ჩვენზე ზეგავლენა ვერ მოახდინა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე სიამოვნებით გავცვლიდი საფულეს მსოფლიოს ჩემპიონობაზე.

უესლი სნეიდერი:

მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი მარტივია. თამაშობს 32 გუნდი, აქედან 2 რჩება ფინალში, ერთ-ერთი კი იგებს და ეს ჰოლანდია იქნება. ძალიან გამიხარდება, თუკი კვირასაც გამიმართლებს და გავიტან. თუ საჭირო გახდა, მსაჯის ზურგიდან რეკოშეტითაც გავიტან. საერთოდ, მე უკვე დამესიზმრა, რომ მოვიგეთ. მე კვლავ გავიტანე და შემდეგ მსოფლიო თასი ავღმართე. შემდეგ იყო აფრიკული საკრავები, ცეკვები და სხვა. გამეღვიძა, როდესაც ამსტერდამის ერთ-ერთ არხზე პირდაპირი ჩართვა მქონდა.

იკერ კასილიასი:

ჰოლანდიელებთან მატჩი ესპანეთის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯერ არ ვართ ჩემპიონები. ჩვენი გრძნობები ორადაა გაყოფილი: ერთის მხრივ, ყველა დარწმუნებულია, რომ მოვიგებთ, მეორეს მხრივ, წაგების არ გვეშინია. ჩვენ ვიცით, რომ რობენი ძალიან სწრაფი და ძლიერია, მაგრამ ჰოლანდია მხოლოდ რობენი არაა. ისინი დაცვაში და ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერები არიან. სნეიდერი და კიუიტი სახიფათო ფეხბურთელები არიან.

რაფაელ ვან დერ ვაარტი:

ესპანეთისნაკრებისაქტივშიბრწყინვალეგამარჯვებებისსერიაა, ამიტომდარწმუნებითშემიძლიაგითხრათ, რომრთულიმატჩიგველის. ჩვენიგუნდიცკარგფორმაშია, დიდიხანიაარწაგვიგია. წინაჩემპიონატისშემდეგწინდიდინაბიჯიგადავდგით. თუკიმოგვეცემაშესაძლებლობა, დავამტკიცებთ, რაცშეგვიძლია. ამშემთხვევაშიბევრირამმეტოქეზეციქნებადამოკიდებული. ჩვენ ძალიან გვინდა მსოფლიოს ჩემპიონობა. ჩვენი თავდაჯერებულობა დღითიდღე ძლიერდება. მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა და ჩვენ ვეცდებით ეს თამაში ისე ჩავატაროთ, რომ გულშემატკივრებს ეამაყებოდეთ ჩვენი ქომაგობა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.