"ბარსა" პატოს ითხოვს

"ბარსა" პატოს ითხოვს

სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდება და კლუბები ტრანსფერებზე მუშაობას გააქტიურებენ. იბრაგიმოვიჩი კლუბის დატოვების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია... ასევე პატო.

"ბარსელონა" განაგრძობს იბრაგიმოვიჩის ალტერნატიული ფეხბურთელის ძებნას. იტალიაში ზლატანი უკვე "მილანში" გადაიყვანეს. სილვიო ბერლუსკონის კლუბი შვედის შეძენას საჭიროებს, მაგრამ იქ ჯერჯერობით არ იციან, როგორ მოაგვარონ ამ ტრანსფერის ეკონომიკური მხარე. ამის ფონზე, "როსონერის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ალექსანდრე პატო შესაძლოა კატალონიურ კლუბში აღმოჩნდეს.

"მილანი" ზლატანს ელოდება, რადგან უფერული სეზონების შემდეგ კლუბში ნამდვილი ლიდერი სჭირდებათ. იტალიაში ჯერ კიდევ ახსოვთ "ინტერის" იბრა, რომელიც კლუბს ნებისმიერ მომენტში ლიდერობდა. "მილანში" სჯერათ, რომ ზლატანი კლუბს ძველ ღირსებას დაუბრუნებს.

მიუხედავად დიდი სურვილისა, იტალიურმა კლუბმა არ იცის, როგორ გადაწყვიტოს ამ ტრანსფერის ეკონომიკური საკითხი. "მილანს" სრულიად აკმაყოფილებს შვედის სპორტული კონდიციები, მაგრამ დიდი თანხის გადახდას ისინი არ აპირებენ.

"ნერაძურა" ვერ ეგუება იმ თანხას, რომელსაც იბრაგიმოვიჩის ტრანსფერი საჭიროებს. ამ თანხის შესამცირებლად, შესაძლოა კლუბებმა ფეხბურთელების გაცვლა მოახდინონ.

"ბარსელონას" ინტერესებიდან გამომდინარე(ტორესი, რობინიო, პატო), შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კატალონიაში გადმობარგების ყველაზე დიდი შანსი "იხვს" აქვს.

ნათელია, რომ ტორესის ტრანსფერი კატალონიაში აქტუალური აღარ არის, რადგან მის გარეშეც "ბარსელონაში" ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტი" არ არის ის კლუბი, რომელშიც შვედი გადაბარგდება, რადგან მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ. ამიტომ, "მილანი" საუკეთესო ვარიანტად რჩება. იტალიელები ნამდვილად ეცდებიან შვედის შეძენას და "ბარსელონა" სწორედ ამას გამოიყენებს პატოს გადმოსაბირებლად.
 ასეთი ტრანსფერები იშვიათობაა, მაგრამ დიდი ეფექტურობით გამოირჩევიან.

"მილანის" წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მინო რაიოლას, იბრაგიმოვიჩის აგენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ზლატანი ჯერჯერობით არ აპირბეს მილანში გადაბარგებას.

იბრაგიმოვიჩს ენდომება კატალონიურ კლუბში დარჩენის სანაცვლოდ რაიმე უპირატესობის მიღება, რაც შესაძლოა ძირითად შემადგნელობაში დაყენების გარანტია იყოს.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. "მალანში" ხვდებიან, რომ ნებისმიერი მცდელობა ზლატანის ყიდვისა, თავიანთი კლუბის ლიდერების დაკარგვის საფრთხეს წარმოადგენს.

მილანი, როგორც ყოვეთვის, ეცდება გაყიდოს ძვირი და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და ამ ფულით სხვა რამდენიმე მოთამაშე შეიძინოს. რონალდინიო, რომლის შენარჩუნებაც ძალიან ძვირი ჯდება და რომელიც მომავალ სეზონს არც ისე კარგი ფორმით ხვდება, ერთ-ერთი ყველაზე პირველი იქნება, ვინც იტალიურ კლუბს დატოვებს... შემდეგი პატოა.

ესპანეთში ყველასთვის ცნობილია პატოს შესაძლებლობების შესახებ. ბრაზილიელი თავდამსხმელი თავს კომფორტულად გრძნობს როგორც ფლანგზე, ასევე მეორე ფორვარდის პოზიციაზე. ასე რომ, "იხვი" "ბარსელონას" ინტერესებში სრულიად ჯდება და შესაძლოა მალე კიდევ ერთი ბრაზილიელი შეემატოს "ბლაუგრანას" შემადგენლობას.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.