არქიტექტორი
როდესაც ესპანეთის ნაკრებს გააქვს გოლი, მათი მთელი სათადარიგოთა სკამზე მჯდარი ფეხბურთელები ფეხზე დგებიან და ვერ იკავებენ ემოციებს. მხოლოდ ერთი ადამიანი ზის თავის სავარძელში გაუნძრევლად და წყნარად ადევნებს ამ ყველაფერს თვალ–ყურს. როდესაც მისი გუნდი თასს იღებს, მას გულშემატკივრები ყურადღებასაც არ აქცევენ.
არადა ის ხომ ვისენტე დელ ბოსკეა–ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ესპანეთის, რომელიც ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია. ესპანეთის, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი მარცხი განიცადა და ერთადერთი მატჩი დაასრულა ფრედ, სადაც თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
ვისენტემ კარგად იცოდა და იცის, რომ მისგან ისტორიულ გამარჯვებას ელოდებიან. ლუის არაგონესი ყოველთვის გვახსენებს, თუ ვინ შექმნა საუკეთესო გუნდი და ვინ მოუტანა ამ გუნდს ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება. რაც შეეხება დელ ბოსკეს, მას ძალიან ხშირად ყველა აკრიტიკებს.
"ნელი გამეორება"–ეს მისი ერთ–ერთი ზედმეტსახელისაგანია. იგი ყოველთვის ნელა და უინტერესოდ რეაგირებს რაიმე ფაქტზე. მას ყოველთვის ერქვა და ერქმევა "მეტყევე". გვარი "ბოსკე" ითარგმნება როგორც "ტყე". ვისენტეს ასევე "მისტერ კარტოფილს" ეძახიან, მისი კარტოფილის მსგავსი თავის და ულვაშების გამო. ამდენი დასაცინი სახელების მიუხედავად იგი მაინც "სუპერ მარიოა".
ესპანეთის ნაკრებში მასაც უთამაშია–1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო მადრიდის "რეალში". იგი კლუბთან ერთად 5–ჯერ გახდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი და მოახერხა 4–ჯერ მოეპოვებინა ქვეყნის თასი.
შემდეგ იყო სამწვრთნელო კარიერა. დელ ბოსკეს გვერდში ისეთი კარგი დამხმარე ედგა, როგორიც არის ტონი გრანდე. ტონი წვრთნიდა "ბეშიქთაშს" და მადრიდის "რეალს", ხოლო ახლა კვლავ "სუპერ მარიოსთან" ერთადაა ესპანეთში. მან ევრო 2008–ის მოგების შემდეგ განაცხადა: "ჩვენ არ უნდა მოვეშვათ და გავაგრძელოთ ვარჯიში. ესპანეთის ნაკრები 2 წელში გახდება მსოფლიოს ჩემპიონი, თუ გავაგრძელებთ მუშაობას." გრანდე ყოველთვის აქებდა კატალონიის "ბარსელონას".
გუნდი ვერ გახდება ჩემპიონი, თუ იქ მაღალი კლასის ფეხბურთელები არ თამაშობენ. როცა ნაკრებში გყავს 7 "ბარსელონას" ფეხბურთელი, ამის პრობლემა ნამდვილად არ გექნება. რატომ დაუთმო ბურთი მოწინააღმდეგეს, როცა შეგიძლია მისი კონტროლი, სანამ კონკურენტს პულსი არ დაეკარგება? ისიც აღსანიშნავია, რომ დელ ბოსკეს შეგირდებმა შვეიცარიასთან და აშშ–სთან გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ისე დათმეს ორივე შეხვედრა. სამაგიეროდ მათ სხვა დანარჩენ შეხვედრებში არცერთი გოლი არ გაუშვიათ.
ლიოვმა თავის გუნდთან ერთად ვარჯიში გამართა არგენტინასთან და ინგლისთან მატჩებში. ვისენტე დელ ბოსკე ამ ყველაფერს ძალიან კარგად აკვირდებოდა და მიხვდა, რომ მას გერმანელებთან არანაირი პრობლემა არ ექნებოდა, რადგან მას გუნდში ყავს შესანიშნავი დაცვა და არა ისეთი, როგორიც კაპელოს და მარადონას. ვისენტე–მოსაწყენი, მაგრამ თავის თავში დარწმუნებული ადამიანი. მან ყოველთვის იცის როდის რა გააკეთოს. რაიმე მატჩის შემდეგ მისი კომენტარების მოსმენა უბრალოდ სასიამოვნოა.
დელ ბოსკეს გზა "რეალის" გაწვრთნამდე ძალიან გრძელი იყო. თავიდან იგი სათავეში დუბლებს ედგა. საბოლოოდ მან მიაღწია თავის შედეგს და როგორც კი მადრიდელებს სათავეში ჩაუდგა, იმწამსვე კლუბს გაძლიერება დაეტყო. აღსანიშნავია, რომ მისი კლუბის დატოვების შემდეგ, მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის თასი აღარ აუღმართავს. მან ამ გუნდში თასების შესანიშნავი კოლექცია შეაგროვა: ორი ჩემპიონთა ლიგის თასი, ორი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თასი, ერთი სუპერთასი და ერთი საერთაშორისო თასი. თუმცა ამის მიუხედავად ხალხი მხოლოდ ზიდანს, რონალდოს და ფიგუს ხედავდა.
ბოლოს ვისენტეს ნამდვილად არ დაუფასდა ის, რაც "რეალისათვის" გააკეთა. პერესმა დაუშვა ფატალური შეცდომა და გააგდო იგი გუნდიდან. ასევე ნაგლად განაცხადა: "იგი ძალიან არის თავის თავში დარწმუნებული. ჩვენ ვხვდებით, რომ იგი ვერ გაწვრთნის "გალაქტიკოსებს" მომავალ წლებში". პერესმა ეს არ იკმარა და დელ ბოსკეს ცინიკურად შესთავაზა კლუბის სპორტული დირექტორობა. "სუპერ მარიომ", როგორც სჩვევია ხმა არ ამოიღო, წყნარად ადგა და წავიდა. ხოლო პერესი დარჩა მხოლოდ და მხოლოდ დამარცხებისათვის.
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ვისენტე მზად იყო ჩაებარებინა "ოქროს" ესპანეთის ნაკრები. მან გუნდთან ერთად შესანიშნავად გადალახა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. "მუნდიალზე" პირველი მარცხის მიუხედავად, მისი გუნდი ხვალ ფინალში თამაშობს.
არა, დელ ბოსკე არ არის მეტყევე; იგი არქიტექორია, რომელიც ყოველთვის თავის თავშია დარწმუნებული და წააგავს ფსიქოლოგს. მან გადაწყვიტა ისეთი ვარსკვლავი როგორიც ტორესია, 1/2 ფინალში ამოეგდო ძირითადი შემადგენლობიდან და მის ნაცვლად ახალგაზრდა პედრო როდრიგესი დააყენა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ნამდვილად დაეხმარა გუნდს გამარჯვების მოპოვებაში. ვისენტე ფინალში გასვლის შემდეგაც ძალიან წყნარადაა და ელოდება, თუ როდის მოვა მატჩის დაწყების დრო. იგი საბოლოოდ შევიდა ისტორიაში. მან ხომ პირველად ისტორიაში მოახერხა ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაყვანა.
სხვებმა რაც უნდა ის თქვან. ვისაც უნდა ძალიან კარგად მიხვდება თუ ვინ არის ვისენტე. ნებისმიერმა ფოტოგრაფმა იცის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფოტოაპარატის მიერ გადაღებული სურათების ხარისხს. ესპანეთის ნაკრები ვისენტე დელ ბოსკეს გარეშე–დაბალხარისხიანი ფოტოაპარატი. ასეთი აქვთ გერმანელებს, ინგლისელებს, არგენტინელებს, ფრანგებს, იტალიელებს, ბრაზილიელებს. და ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ სად არიან ისინი ახლა და ვინ არის "მუნდიალის" ფინალში. სწორედ ასეთი ვისენტე დელ ბოსკეს დამსახურებაა, რომ "ფურია როხას" სულ ერთი ნაბიჯი აშორებს ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ პოტოკონკურსში გამარჯვებასთან.
წყარო: soccer.ru
თარგმანი: THIERRYHENRY14
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]