პუიოლი: "უდიდეს პატივს ვცემ ჰოლანდიის ნაკრებს"

პუიოლი: "უდიდეს პატივს ვცემ ჰოლანდიის ნაკრებს"

როგორც ვიცით, ესპანეთის ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა 2010 წლის ჩემპიონთა თასის ფინალისკენ, სწორედ ჩვენი კაპიტნის წყალობით გაიკვალა გზა. კარლეს პუიოლი ის იშვიათი გამონაკლისია რომელმაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობიდან წინასაფინალო დუმილი დაარღვია და ჟურნალისტებს რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა. "ბარსელონას" მცველმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა გერმანიასთან გამართულ ნახევარფინალურ მატჩში და სწორედ მისი და მისი თანაგუნდელების დიდი დამსახურებაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შეტევაში გზა გადაუღობეს და საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს მიაჯაჭვეს. ესპანური და კატალონიური ფეხბურთის ქომაგებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს ფინალი 32 წლის კარლეს პუიოლის საერთაშორისო კარიერის პიკი იქნება და ის უკვე მერამდენედ თასს აწევს საკუთარ თავს ზემოთ.

"წინასწარი განწყობა შესანიშნავია, ეს დიდებული გრძნობაა." განაცხადა მან მორიდებით. "ყველაფრის შეფასება მხოლოდ ფინალის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი."

პუიოლს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან განსაკუთრებული მოგონებები უკვე აკავშირებს და ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი უმნიშვნელოვანესი და მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სანაკრებო მატჩი ჰოლანდიას უკავშირდება. სწორედ ამ ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა პუიოლის დებიუტი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ეს 2000 წელს მოხდა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მისთვის საიუბილეო 90-ე მატჩი იქნება "ხარების" მაისურით.

ჩავი ერნანდესის ჩაწოდებულს პუიოლმა უძლიერესი თავური დარტყმით უპასუხა და ეს გოლი მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. "თუ ჩვენ ფინალში გავიმარჯვებთ, მე ვიტყვი რომ ეს არის მწვრთნელ ვინსენტე დელ ბოსკესა და სპორტული დირექტორის ფერნანდო იეროს დამსახურება, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ აქამდე მოვსულიყავით."

ჰოლანდიას და ესპანეთს ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგიათ, თუმცა ჰოლანდიამ უკვე ორჯერ შეძლო ფინალში გასვლა და ორივეში დამარცხდა. "ორივე გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და დაკომპლექტებულია უნიჭიერესი ფეხბურთელებით, გპირდებით, რომ ულამაზესი ფინალის მომსწრენი გახდებით. ჩვენ ჩემპიონატის დაწყებამდეც ფავორიტებად გვთვლიდნენ და შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც გულშემატკივართა იმედებს ამართლებ. თუმცა, ჩვენ პირველივე მატჩში დავმარცხდით და ამან მოტივაცია შეგვმატა. ფინალში ვინც გაიმარჯვებს აუცილებლად დამსახურებულად დაისაკუთრებს მსოფლიო ჩემპიონატის თასს. მე უდიდეს პატივს ვცემ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს." დაამატა კატალონიელმა მცველმა.

soccerway.com/n

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.