სამეფო თასის გახსნითი შეხვედრები
- 3-12-2013, 19:33
-
Paco :)
- 0
შაბათს, "ბარსელონა" მიმდინარე სეზონზე, ესპანეთის სამეფო თასზე, პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც B დივიზიონის გუნდ "კარტახენას" დაუპირისპირდება.
უკანასკნელი წლებია გუნდისთვის ამ ტურნირის გახსნითი შეხვედრები წარმატებით სრულდება. გასულ წელს, ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით, გუნდმა "ალავესი" სტუმრად ანგარიშით 3-0 დაამარცხა, "კამპ ნოუზე" კი 3-1 სძლია მეტოქეს.
ხოსეპ გვარდიოლას დაქვემდებარებაში მყოფ "ბარსელონას" არც ერთ სადებიუტო მატჩში არ წაუგია: 2011/12 წლების სეზონზე გუნდი "ოსპიტალიტეტს" დაუპირისპირდა (0-1, 1-0), 2010/11 წლების სეზონზე კი "სეუტას" (0-2, 5-1), 2009/10 წლებში კატალონიელები "ლეონესას" შეხვდნენ (0-2, 5-0), ხოლო 2008/09 წლების სეზონზე კი ფეხბურთელებს "ბენიდორმის" წინააღმდეგ მოუწიათ ასპარეზობა (0-1, 1-0).
ფეხბურთელები წარმატებას ფრენკ რაიკაარდის დროსაც აღწევდნენ. 2007/08 წლების სეზონზე გუნდმა "ალკოანოს" ერთ შეხვედრაში სძლია (0-3), "კამპ ნოუზე" გამართული მარჩი კი ფრედ დასრულდა (2-2). კიდე უფრო ადრე, 2006/07 წლებში გუნდი "ბადალონას" დაუპირისპირდა (1-4, 4-0), 2005/06 წლების სეზონზე კი "ზამორას" წინააღმდეგ ჩაატარა მატჩი და ანგარიშებით 1-3 და 6-0 მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]