ჰოლანდია – ესპანეთი (პრევიუ)

ჰოლანდია – ესპანეთი (პრევიუ)

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ჩასატარებელი დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 მატჩი, მატჩი მესამე ადგილისათვის და მთავარი ფინალი, რომელიც 11 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება. გთავაზობთ ფინალური მატჩის პრევიუს.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს ისტორიის მანძილზე 8–ჯერ დაუპირისპირდა. 3–ჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, 4–ჯერ ჰოლანდიელებმა, ერთხელ კი მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ანუ ის მატჩი ფრედ დასრულდა. გატანილი ბურთების შეფარდება "ფურია როხას" მხარესაა 12:10 –ზე. ესპანეთი ფიფას ოფიციალურ რეიტინგში მე–2 პოზიციას იკავებს, ჰოლანდია კი მე–4–ს. ბუნებრივია ეს არაფერს წყვეტს. ამ მატჩის წინ თითქმის ყველა ფეხბურთის მცოდნე ერთზე თანხმდება, რომ მატჩში ფავორიტის სტატუსით არც ერთი გუნდი არ იასპარეზებს, ხოლო  თვითონ მატჩი სანახაობრივი, გახსნილი და დაძაბული იქნება.

ჰოლანდიელებმა მუნდიალზე 6 ჩატარებული მატჩიდან 6–ვე მოიგეს. როგორც მოგეხსენებათ, "ნარინჯისფრები" განთმულნი არიან თავისი ლაღი და გახსნილი ფეხბურთის ჩვენებით, სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ "მფრინავი ჰოლანდიელები". მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიელებმა თავისი ეს პოტენციალი ბოლომდე ჯერაც ვერ გამოავლინეს. "ნარინჯისფრებმა" ჯგუფური ეტაპი ყოველგვარი პორბლემების გარეშე გადალახეს, მოიგეს 3– ვე მატჩი, გაიტანეს 5 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 1. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიას კონკურენტუნარიანი ნაკრები მხოლოდ და მხოლოდ 1/4 ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდა. ჰოლანდიელებმა ძალიან მძიმე და დრამატულ ბრძოლაში "პენტაკამპეონებს" სძლიეს 2:1 სნეიდერისდუბლის წყალობით (ოფიციალურად მელოს ს.კ გატანილი გოლი სნეიდერის ანგარიშზე ჩაითვალა). 1/2 ფინალში კი იყო ძალიან საინტერესო ევროპულ – სამხრეთ ამერიკული კიდევ ერთი დაპირისპირება. ევროპელებმა 3:2 იმაჯრვეს, აღსანიშნავია ურუგვაელთა ძალიან კარგი და ლამაზი თამაში. ჰოლანდიელთა ბანაკში საბრძოლო განწყობაა, გუნდს დანაკლისი არ აქვს. სრულიად გამოჯამრთელდა შუა მცველი მატიინსენიც, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩი ტრავმის გამო ვერ ითამაშა, დაბრუნდება ამ მატჩისათვის ასევე ნაიჯელ დე იონგი, რომელმაც 1/2 ფინალური მატჩი დისკვალიფიკაციის და გამო ვერ ითამაშა. 

ესპანელებმა თავისი კონკურენტისგან განსხვავებით ერთი მატჩი დათმეს შვეიცარიასთან ჯგუფურ ეტაპზე 0:1. მას შემდეგ ესპანელები არცთუისე შთამბეჭდავი თამაშით, როგორც მათ აჩვენეს ევრო – 2008 ზე, მივიდნენ 1/2 ფინალამდე სადაც მათი მოწინააღმდეგე გერმანია აღმოჩნდა. "გერმანელები" მართლაც, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ესპანელი ხარების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. კარლეს პუიოლის გოლის წყალობით ესპანეთმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ესპანელთა ბანაკშიც საბრძოლო განწყობაა, არც "ფურია როხას" ყავს დანაკლისი ამ მატჩისათვის. მოგეხსენებათ, მუნდიალის მსვლელობის დროს ხმაურდებოდა რამოსისა და ჩბი ალონსოს ტრავმების შესახებ, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, ეს ორივე ფეხბურთელი აუცილებლად ითამაშებს ფინალში.

ეს ორი ევროპული ნაკრები უდიდესი ტრადიციის მქონე გუნდია. ჰოლანდიელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ძალიან ლამაზი და ლაღი თამაშით, როგორც ესპანელები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს ჯერ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი არ დაულაშქრავს. მეტიც, ესპანელები ფინალში მხოლოდ და მხოლოდ პირველად არიან, განსხვავებით ჰოლანდიელებისგან, რომლებიც ფინალში 2–ჯერ იყვნენ და სამწუხაროდ 2–ჯერვე იწვნიეს მარცხი.

ამ მატჩში გადაწყდება თუ ვის ერგება საუკეთესო ბობმარდირის პრიზი (ნუ რათმაუნდა თუ მესამე ადგილისათვის მატჩში გოლების ფეერვერკი არ იყო). ორივე ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს ვესლი სნეიდერსა და დავიდ ვილიას 5–5 ბურთი აქვთ თავის ანგარიშზე.

აღსანიშნავია, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც. ამ ფინალის შემდეგ არაოფიციალურ ჩათვლაში ევროპა დაწინაურდება და ერთი მსოფლიო თასით გაასწრებს სამხრეთ ამერიკას 10:9. მოგეხსენებათ, ეს მსოფლიოს მე–18 ჩემპიონატია აქამდე ევროპიდან მუნდიალი დაულაშქრავთ: იტალია – 4, გერმანია – 3, ინგლისი – 1, საფრანგეთი – 1. ხოლო სამხრეთ ამერიკიდან: ბრაზილია – 5, არგენტინა – 2, ურუგვაი – 2. ფინალში გამარჯვებული ბუნებრივია ევროპული ნაკრები იქნება, ასე, რომ ევროპა სამხრეთ ამერიკა 10:9.

ამ მატჩამდე კიდევ 2 დღე რჩება, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ამ მომენტისათვის შემოგთავაზებთ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპორტული გამოცემების სავარაუდო შემადგენლობებს:

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვეილი, ჰეიტინგა, მატიინსენი, ვან ბრონხოშტი, დე იონგი, ბომელი, სნეიდერი, კიუტი, რობენი, ვან პერსი

ესპანეთი: კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილია, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ალონსო, ტორესი, ვილია

მთავარი არბიტრი გამოცდილი ინგლისელი მსაჯი ჰოვარდ უები იქნება. მან ამ მუნდიალზე 3 მატჩში იმსაჯა.

ჰოლანდია – ესპანეთი (პრევიუ)

მატჩი გაიმართება სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტადიონზე – იოჰანესბურგი (სოკერ სიტი). სტადიონი აშენდა 1987 წელს, რეკონსტრუქცია დასრულდა 2009 წელს. სტადიონის ტევადობა შეადგებს 94 ათას ადამიანს.

წყარო: fifa.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.