მასკერანო: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვლავ ლიდერები ვართ“

მასკერანო: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვლავ ლიდერები ვართ“

"ატლეტიკთან" წაგებული თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც კომენტარი გააკეთა, არგენტინელი ცენტრალური მცველი ხავიერ მასკერანოა.

"წელს დარჩენილი თამაშები უნდა მოვიგოთ. მოგებები "კარტახენასთან" უნდა დავიწყოთ და "ვილიარეალთან" უნდა გავაგრძელოთ."

"წაგება არავის უყვარს, ამას ძალიან განვიცდით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვლავ ლიდერები ვართ."

"შინ დამწუხრებულნი ვბრუნდებით. დღეს უფრო ინტენსიურად ვთამაშობდით, ვიდრე "აიაქსთან", მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა."

"საკუთარ ქმედებებს უნდა დავუკვირდეთ და რაც არასწორად გავაკეთეთ, გამოვასწოროთ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რიგ შემთხვევებში სწორად ვმოქმედებდით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.