"ბარსელონა" FIFA-სგან კომპენსაციას მიიღებს

"ბარსელონა" FIFA-სგან კომპენსაციას მიიღებს

იმის გამო, რომ ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" ნაკრებიდან ტრავმირებული დაუბრუნდა, კატალონიური კლუბი FIFA-სგან ფულად კომპენსაციას მიიღებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და ევროპული კლუბების ასოციაციას (ECA) შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, FIFA ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო კომპენსაციის გადახდას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ ფეხბურთელი კლუბს 29 დღეზე მეტხანს გამოაკლდა.

"ბარსელონა" კომპენსაციის მიღებას 29-ე დღიდან დაიწყებს. დღიური კომპენსაცია ფეხბურთელის ხელფასზეა დამოკიდებული. ვალდესის შემთხვევაში, ეს თანხა დაახლოებით 20.548 ევრო იქნება. დღიური კომპენსაციის ზუსტი ოდენობა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ფეხბურთელი ვარჯიშს დაუბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.