ლიონელ მესი: ჩემი ოქრო ჩემთან

ლიონელ მესი: ჩემი ოქრო ჩემთან

ლიონელ მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის "ოქროს ბუცი" 3-ჯერ მოიგო. არგენტინელმა ვარსკვლავმა ეს ჯილდო ლა ლიგის გასულ გათამაშებაში 46 გოლის გატანით დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბუცი" ევროპულ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გოლის გამტან ფეხბურთელს გადაეცემა.

კუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, მესიმ მცირე კომენტარი გააკეთა: "ამ ჯილდოს ვუძღვნი მათ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც ამ რთულ პერიოდში მხარს მიჭერს. აგრეთვე ჩემს თანაგუნდელებს, რომელთა გარეშეც ვერ მოვიგებდი ვერც წელს და ვერც წინა ორ შემთხვევაში.

დავბრუნდები თუ არა 2014 წლის პირველ მატჩამდე? კონკრეტული დრო დადგენილი არაა. მკურნალობის არსი ისაა, რომ დავბრუნდე მაშინ, როდესაც თავს კარგად ვიგრძნობ, რათა სამომავლოდ ტრავმები თავიდან ავიცილო.

"ბარსელონას" ფილოსოფია არ შეცვლილა. ჩვენ კლუბის თამაშის სტილს პატივს ვცემთ და ალტერნატიულ ვარიანტებსაც შევიმუშავებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.