პედრო: „ბლატერი არასწორად მოიქცა“

პედრო: „ბლატერი არასწორად მოიქცა“

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა მადრიდულ Marca-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც 26 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

-         4 წელი გავიდა და ვერავინ უარყოფს, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფავორიტი კვლავაა.

-         ესპანეთი მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ტურნირზე კიდევ არაერთი კარგი გუნდი თამაშობს, მაგალითად ბრაზილია.

-         გასული 4 წლის განმავლობაში პედრო, ნაკრებისთვის, შესანიშნავი რეზერვისტიდან წამყვან ფეხბურთელად იქცა.

-         არ ვიცი, ვარ თუ არა წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ სიმართლეა, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მეძლევა და ვისენტე დელ ბოსკე უფრო მეტად მენდობა. ჩემი მიზანი პროგრესის გაგრძელება და ეროვნული გუნდის დახმარებაა.

-         რა შეუძლია დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებს შეჰმატოს?

-         ეს არის ფეხბურთელი, რომელიც სივრცეებს კარგად ითვისებს, რომელსაც გააქვს ბევრი გოლი და რომელიც ბურთს კარგად ინარჩუნებს მანამ, სანამ თანაგუნდელები დაეხმარებიან. ეს ყველა თვისება გამოგვადგება.

-         როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ პედრო ეროვნული ნაკრებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე "ბარსელონასთვის"?

-         ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, ასე ხდება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, სანამ "ბარსელონაში" ჩემს ადგილს არ ვიპოვი.

-         ნეიმართან, მესისთან, სანჩესთან, სესკთან და სხვებთან კონკურენციის პირობებში ეს ადვილი არ იქნება.

-         რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის ვვარჯიშობ, რომ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.

-         მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამო "ბარსელონას" დატოვებაზე ოდესმე გიფიქრია?

-         წასვლაზე არასდროს მიფიქრია. ამ ეტაპზე, სრულად "ბარსელონაზე" ვარ კონცენტრირებული. როდესაც ჰორიზონტზე მსოფლიო ჩემპიონატი მოსჩანს, ზოგჯერ ღელავ ხოლმე და გინდა ამ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდე.

-         შეგვიძლია იანვარში თქვენი წასვლა გამოვრიცხოთ?

-         "ბარსელონაში" ძალიან ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვგეგმავ, მითუმეტეს ახლა. მინდა აქ კიდევ დიდხანს დავრჩე.

-         როგორ ფიქრობ, ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს"?

-         არ ვიცი. რთული გამოსაცნობია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მესი, რადგან ის ჩემი თანაგუნდელია და აგრეთვე იმიტომ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა.

-         როგორც ფეხბურთელი, გაღიზიანდით ბლატერის საქციელით?

-         არ მომეწონა რაც მან გააკეთა. მისი ქმედება უადგილო იყო. უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო. მესმის, რომ მას თავისი მიდგომები აქვს, რომლებსაც ასევე პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ის სწორად არ მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, FIFA-ს პრეზიდენტმა, ზეპ ბალტერმა, მესისა და რონალდუს შედარების დროს, არჩევანი არგენტინელის სასარგებლოდ გააკეთა და პორტუგალიელს დასცინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.