8 თამაში შობამდე

8 თამაში შობამდე

საშობაო არდადებებამდე "ბარსელონას" ფეხბურთელებს დატვირთული კალენდარი აქვთ. 4 კვირის განმავლობაში კატალონიელებს 8 თამაშის გამართვა მოუწევთ.

ოთხკვირიანი მარათონი 23 ნოემბერს "გრანადასთან" გასამართი მატჩით იწყება და 22 დეკემბერს "ხეტაფესთან" გასვლითი შეხვედრით მთავრდება.

ამ 4 კვირის განმავლობაში, "ბარსელონას" ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები ლა ლიგაში ელის. ტატა მარტინოს შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატში 4 მატჩს ჩაატარებენ. "გრანადასა" და "ხეტაფეს" შორის, "ბარსა" ჯერ "ბილბაოს" ეწვევა, შემდეგ კი, "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

"ბარსას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს, მაგრამ გუნდი პირველობისთვის იბრძვის. კატალონიელებს მიზნის მისაღწევად 2 მატჩში 1 ქულის აღებაც ჰყოფნით. მარტინოს გუნდი ჯერ "აიაქსს" ეწვევა, შემდეგ კი "სელტიკს" უმასპინძლებს.

წლოს ბოლომდე "ბარსელონა" 2 თამაშს ესპანეთის თასზეც გამართავს. 1/16-ფინალში, კატალონიელები "კარტახენას" ჯერ ესტუმრებიან, შემდეგ კი უმასპინძლებენ.

2013 წელს "ბარსელონას" დარჩენილი თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:

ტურნირი

წყვილი

თარიღი/დრო

ლა ლიგა (ტური 14)

ბარსა-გრანადა

შაბათი, 23 ნოემბერი (19:00)

ჩემპიონთა ლიგა (ტური 5)

აიაქსი-ბარსა

სამშაბათი, 26 ნოემბერი (23:45)

ლა ლიგა (ტური 15)

ბილბაო-ბარსა

კვირა, 1 ნოემბერი (23:55)

თასი (1/16-ფინალი)

კარტახენა-ბარსა

შაბათი, 7 დეკემბერი (01:00)

ჩემპიონთა ლიგა (ტური 6)

ბარსა-სელტიკი

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი (23:45)

ლა ლიგა (ტური 16)

ბარსა-ვილიარეალი

შაბათი, 14 დეკემბერი (23:00)

თასი (1/16-ფინალი)

ბარსა-კარტახენა

ოთხშაბათი, 18 დეკემბერი

ლა ლიგა (ტური 17)

ხეტაფე-ბარსა

კვირა, 22 დეკემბერი (20:00)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.