სკოლარი: „მოურინიო საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ განაწყობს“

სკოლარი: „მოურინიო საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ განაწყობს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ "რეალის" ყოფილი და "ჩელსის" ამჟამინდელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" ვარსკვლავზე, ნეიმარზე საზოგადოებაში ცუდი წარმოდგენის შექმნას ცდილობს.

"მოურინიო იმითა დაკავებული, რაც მას კარგად გამოსდის - ის პრესას საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს. მას ესმის, რომ ნეიმარმა მესისა და რონალდუს დონეს უკვე თითქმის მიაღწია. ამიტომ, იმ შემთხვევისთვის, თუ "ჩელსი" "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდება, ის თავის დაზღვევას ცდილობს.

მოურინიო საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ განაწყობს. ასეთია მისი მუშაობის სტილი." - ავრცელებს სკოლარის სიტყვებს The Guardian.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.