ვალენტინო როსი: "ინტერის" პრეზიდენტს მესის შეძენას ვურჩევ"

ვალენტინო როსი: "ინტერის" პრეზიდენტს მესის შეძენას ვურჩევ"

საქვეყნოდ ცნობილმა იტალიელმა მოტომრბოლელმა, ვალენტინო როსიმ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი 9-ჯერ აქვს მოგებული, განაცხადა, რომ ის "ინტერის" ახალ პრეზიდენტს, ერიკ ტოჰირს ჯერ ლიონელ მესის შეძენას ურჩევდა და მხოლოდ ამის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს.

"ვიცი, რომ ერიკი ჩემი თაყვანისმცემელია. მან ეს ტელეფონით თავად მითხრა. იმედი მაქვს, მას მალე შევხვდები. ვის შეძენას ვურჩევ ტოჰირს "ინტერისთვის"? მესის, მაგრამ  ალბათ ზედმეტს ვითხოვ, ასე რომ, კრიშტიანუ რონალდუს ვარიანტიც არ იქნება ცუდი." - აცხადებს ვალენტინო როსი.

ცნობისთვის, "ინტერის" ახალმა პრეზიდენტმა იხუმრა კიდეც, რომ მესის ტრანსფერთან დაკავშირებით ის დირექტორთა საბჭოს წევრებს გაესაუბრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.