ჰუმელსის მამა: "ჩემი შვილი "ბორუსიაში" რჩება და "ბარსელონაში" არ გადავა"

ჰუმელსის მამა: "ჩემი შვილი "ბორუსიაში" რჩება და "ბარსელონაში" არ გადავა"

გერმანული დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი, მატს ჰუმელსი არ აპირებს კატალონიურ "ბარსელონაში" გადასვლას, ამჯერად გავრცელებული ჭორები გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამამ, გერმან ჰუმელსმა უარყო, რომელიც ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ.

"არაფერი მსგავსი არ არის. მსგავსი ჭორები სხვა ფეხბურთელების ირგვლივაც ტრიალებს. მე უკვე ისიც წავიკითხე, რომ "ბარსელონაში" თომას მიულერი და ილკაი გიუნდოგანიც გადადის. ყველა არის იმ ფაქტის მოწმე, რომ მატსი განაგრძობს გამოსვლას "ბორუსიას" რიგებში." - განაცხადა, უფროსმა ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა მორიგი ჭორი, რომლის თანახმად "ბარსელონა" გერმანელის შეძენას 35 მილიონ ევროდ აპირებდა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.