"მილანი" - "ბარსელონა". იცით თუ არა, რომ...

"მილანი" - "ბარსელონა". იცით თუ არა, რომ...

დღეს 22.00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-III ტურში, იტალიური "მილანი" საკუთარ მოედანზე კატალონიის "ბარსელონას" მიიღებს. "ლურჯ-ბროწეულისფრები" ჯგუფის სათავეში 6 ქულით იმყოფებიან, იტალიელებს კი 4 ქულით აღემატებიან.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც დღევანდელ მატჩს უკავშირდება:

  • ორივე კლუბმა ერთმანეთის პირისპირ სულ 17 შეხვედრა ჩაატარეს ევროტურნირებზე. "ბარსამ" უფრო მეტი გამარჯვება მოიპოვა (7), ვიდრე "მილანმა" (5). 
  • ამ 17 შეხვედრიდან 8 მილანში გაიმართა. მილანში ორივე გუნდმა თანაბარი (3) გამარჯვება მოიპოვა 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა
  • "ბარსელონა" იტალიელებთან პირველ შეხვედრაში, რომლებიც ევროპის ჩემპიონების თასზე იყო, ორმატჩიან დაპირისპირებაში იმარჯვა 1959-1960 სეზონში. ეს იყო ტურნირის 1/8 ფინალი, რომელიც ორი მატჩის ჯამში კატალონიელების გამარჯვებით, 7:1 დასრულდა (0:2 მილანში და 5:1 ბარსელონაში). 
  • სეზონში, როდესაც "ბლაუგრანამ" მეორე ჩემპიონთა ლიგის ტიტული გაიფორმა (2005-2006), "ბარსელონა" ფინალში ფრანგი, ლიუდოვიკ ჟიულის გოლის წყალობით გავიდა იტალიაში ჩატარებულ შეხვედრაში (0:1) მეორე შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
  • "სან სიროზე" უკანასკნელი გოლი ჩავი ერნანდესს ეკუთვნის 2011/2012 სეზონში. ეს გახლდათ მაშინდელი ჯგუფური ეტაპის სტადიის საპასუხო მატჩი, რომელიც "ბარსელონას" გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ათენის ფინალი გახლდათ, რომელიც "როსონერიმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმარჯვა, 1993/1994 სეზონში (4:0).
  • ანგარიში 4:0 ის შედეგია, რომელიც ამ გუნდების უკანასკნელ დაპირისპირებაში დაფიქსირდა. გასულ სეზონში "ბარსელონამ" იტალიაში განცდილი მარცხის შემდგომ (2:0) საკუთარ კედლებში "როსონერის" 4:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
  • "მილანი" იტალიის ჩემპიონატში 11 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და ლიდერ, "რომასთან" ჩამორჩენა 13 ქულით აქვს. ამ უკანასკნელმა ჩემპიონატში ზედიზედ (8) გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის უკანასკნელი შედეგი "უდინეზესთან" საშინაო მატჩში გამარჯვებაა (1:0). ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი საკუთარ აქტივში სლოვენიელმა, ვალტერ ბირსამ ჩაიწერა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.