ტიერი ანრის სრული ბიოგრაფია

ტიერი ანრის სრული ბიოგრაფია

ტიერი დანიელ ანრი, ფრანგი ფეხბურთელი. საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას თავდამსხმელი, განთქმული სისწრაფით, გოლების გატანის რეკორდით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით.

ანრი დაიბადა და გაიზარდა პარიზის გარეუბნის ლეს ულისის, ლესონას რთულ სამეზობლოში, სადაც ის მთელ წყება ადგილობრივების მხარეს თამაშობდა როგორც დამწყები და დიდ პოტენციალსაც აჩვენებდა. ის 1990 წელს მონაკოს ყურადღების ქვეშ მოექცა და კონტრაქტიც მოკლე ხანში გაფორმდა, რითაც ანრის პროფესიული დებიუტი შედგა 1994 წელს. კარგ ფორმაში ყოფნამ საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია 1998-ში, რის შემდეგაც, მან კონტრაქტი იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ იუვენტუსთან გააფორმა. ნახევარმცველად ნათამაშები წარუმატებელი სეზონის შემდეგ, 1999 წელს ანრი არსენალში გადავიდა £10.5 მილიონად.

ანრიმ სწორედ არსენალში დაიმკვიდრა მსოფლიო კლასის ფეხბურთელის სახელი. მიუხედავად თავიდან პრემიერ ლიგაში თამაშისა, მის ანგარიშზე არსენალის თითქმის ყველა სეზონში დიდი რაოდენობით გოლების ირიცხება. მისი დიდი ხნის განმავლობში მენტორისა და მწვრთნელის, არსენ ვენგერის, ხელმძღვანელობით გახდა ანრი ნაყოფიერი თავდამსხმელი და 226 გოლით ყველა შეხვედრაში, არსენალის ყველა დროის ლიდერი გოლების რაოდენობით. ფეხბურთელს მოპოვებული აქვს ორი ლიგის ტიტული და სამი FA თასი The Gunners-ებთან ერთად; ასევე, ის ორჯერ ნომინირებულ იქნა ფიფას წლის მოთამაშის წოდებაზე; ორჯერ PFA წლის მოთამაშეთა მოთამაშეს, და სამჯერ Football Writers' Association-ის წლის ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. არსენალში გატარებული ბოლო ორი წელი ანრი გუნდის კაპიტნად თამაშობდა; მისი ხელმძღვანელობით გავიდა კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს. 2007 წლის ივნისში, არსენალში გატარებული რვა წლის შემდეგ, მისი ტრანსფერი საფეხბურთო კლუბ ბარსელონში £16.1 მილიონად მოხდა.

ანრიმ მსგავს წარმატებას მიაღწია საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომელთან ერთადაც გაიმარჯვა ფიფას 1998 წლის მსოფლიო თასზე და ევრო 2000-ში. 2007 წლის ოქტომბერში, მან მიშელ პლატინის გაუსწრო და რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. მისი მიღწევების გათვალისწინებით, ანრი ბევრის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. თავისი გამოცდილების შედეგად, ანრი აქტიურად გამოდის ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ. მისმა ფეხბურთის სტილმა და ინდივიდუალობამ განაპირობა ის, რომ ანრი ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე მარკეტირებული ფეხბურთელია; მას მონაწილეობა აქვს მიღებული ნაიკის, რიბოკის, პეპსის, რენოს და ჯილეტის სარეკლამო კამპანიებში.

საკლუბო კარიერა

მონაკო (1992-1998) და იუვენტუსი (1999)

1990 წელს, მონაკომ არნოლდ კატალანო გაგზავნა ანრის თამაშის საყურებლად. ანრი ექვსივე გოლის ავტორი გახდა, როცა მისმა მხარემ 6-0 მოიგო. კატალანომ ანრის გამოსაცდელი პერიოდის გარეშე შესთავაზა მონაკოში გადასვლა. კატალანომ ანრისთვის კურსის დამთავრება მოითხოვა ალიტარულ კლარიფონტაინის აკადემიაში, და მიუხედავად დირექტორის წინააღმდეგობისა ანრის მიერ კურსის დამთავრება ეღიარებინა, მის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, მას მაინც მისცეს კურსის დასრულების ნება და ანრი არსენ ვენგერის მონაკოში გადავიდა ახალგაზრდა მოთამაშედ. ამის შემდეგ, ანრიმ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი მონაკოსთან და 1994 წელს მისი პროფესოული დებიუტი შედგა. ვენგერმა ანრი მარცხენა ფრთაზე დააყენა, რადგან თვლიდა, რომ მისი სიჩქარე, ბურთის ბუნებრივი კონტროლი და მოხერხებულობა უფრო ეფექტური მცველების წინააღმდეგ იქნებოდა. მონაკოში გატარებულ პირველ სეზონზე, ანრიმ 18 მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.

ვენგერი აგრძელებდა ანრისთვის იდეალურ სათამაშო პოზიციის ძებნას, და ეჭვების მიუხედავად ვარაუდობდა რომ საუკეთესო მისი თავდამსხმელად განწესება იქნებოდა. თავისი მენეჯერის მეურვეობით, 1996 წელს ანრი წლის ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად დასახელდა, და 1996-1997-ის სეზონზე, მისმა მყარად კარგმა თამაშმა კლუბს პირველი ლიგის ტიტული მოუტანა. 1997-1998-ის ზეზონზე, მან წამყვანი როლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში კლუბის გაყვანაში, და საფრანგეთის რეკორდი დაამყარა ტურნირის განმავლობაში 7 გოლის გატანით. თავისი მესამე სეზონისთვის, მან პირველი თასი მოიპოვა ეროვნული ნაკრებისთვის, და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების წევრი იყო. მონაკოში გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში, ანრიმ ლიგის 105 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა.

არსენალი (1999-2007)

იტალიაში ვერ მოწყობის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში ანრის ტრანსფერი იუვენტუსიდან არსენალში £ 10.5 მილიონად განხორციელდა, რითაც იგი ყოფილ მენეჯერ არსენ ვერნგერს დაუბრუნდა. სწორედ არსენალში დაუმკვიდრდა მას მსოფლიო კალსის ფეხბურთელის სახელი, და მიუხედავად იმისა რომ მისი ტრანსფერი წინააღმდეგობების გარეშე არ ყოფილა, არსენ ვენგერი დარწმუნებული იყო, რომ ტრანფერი გადახდილ თანხად ღირდა. ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდის ნიკოლას ანეკლას შემცვლელად ნაყიდი ანრი, არსენ ვენგერმა მაშინვე თავდასხმაში დააყენა, რამაც მომდევნო წლებში კლუბს ბევრი სასიკეთო დივიდენდი მოუტანა. თუმცა, პირველი რვა შეხვედრის უგოლოდ ჩატარების შემდეგ, ეჭვი გაჩნდა მისი ინგლისურ სწრაფ და ფიზიკურ ფეხბურში ადაპტირების შესაძლებლობაზე. ინგლისში გატარებული რამდენიმე მძიმე თვის შემდეგ, ანრი დარწმუნებული იყო კიდეც რომ, მას "თავიდან უნდა ესწავლა ყველაფერი რაც მანამდე იცოდა თავდასხმის ხელოვნების შესახებ". ეს ეჭვებ მას შემდეგ გაქარწყლდა, როდესაც ანრიმ თავისი პირველი სეზონი არსენალში შთამბეჭდავი 26 გოლით დაასრულა. არსენალი მეორე ადგილზე გავიდა ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, და უეფას თასის ფინალში თურქულ გალათასარაისთან დამარცხდა.

ეროვნული გუნდისთვის წარმატების მომტანი ევრო 2000-დან დაბრუნებული, ანრი მზად იყო თავისი დარტყმა განეხორციელებინა 2000-01 კამპანიაში. პირველ სეზონთან შედარებით თავის ანგარიშზე უფრო ნაკლები გოლებისა და ასისტირებების ჩაწერის მიუხედავად, არსენალში მეორე სეზონი ანრისთვის გამრღვევი აღმოჩნდა, რადგან ის კლუბის ტოპ გოლების გამტანი გახდა. ლიგის საუკეთესო თავდამსხმელებით შეიარაღებული, არსენალი მალე დაეწია ტიტულისთვის ბრძოლაში მრავალწლიან მოცილეს მანჩესტერ იუნაიტედს.

წარმატება როგორც იქნა 2001-02 სეზონზე მოვიდა. ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში არსენალმა პირველ ადგილზე ლივერპულის წინ შვიდი ქულით გავიდა, და FA თასის ფინალში ჩელსი 2-0 დაამარცხა. ანრი ლიგაში 32 გოლით პირველ ადგილზე გავიდა, არსენალს დუბლი მოუტანა და პირველი ვერცხლი აიღო კლუბთან ერთად. მოლოდინი არსებობდა, რომ ანრი კლუბში თავის ფორმას საფრანგეთისთვის თამაშის დროსაც გამოავლენდა 2002 წლის მსოფლიო თასზე, მაგრამ წინა ჩემპიონატის გამარჯვებულები ჯგუფური ეტაპიდან გავარდნენ.

2002-2003 კიდევ ერთი წარმატებული სეზონი გამოდგა ანრისთვის; მან 42 გოლი გაიტანა და თავდამსხმელისთვის აღსანიშნავი 23 ასისტირება გასწია. ამრიგად, მან არსენალი კიდევ ერთ FA თასის ტრიუმფამდე მიიყვანა. სეზონის განმავლობაში, ის მანჩესტერ იუნაიტედის რუუდ ვან ნისტელროისთან პაექრობდა ლიგაში გოლებით პირველი ადგილისთვის, მაგრამ ნისტელროიმ მას ერთი გოლით გაუსწრო. ამისდა მიუხედავად, ანრი დასახელებულ იქნა PFA წლის მოთამაშეთა მოთამაშედ და Football Writers' Association-ის წლის ფეხბურთელიად. მისის მზარდი სტატუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა გამყარებულ იქნა, როცა ის მეორე ადგილზე გავიდა 2003 წლის ფიფა-ს წლის მსოფლიო მოთამაშის წოდებაზე.

ბარსელონა (2007—დღემდე)

ბარსელონაში, ანრის ნომერი 14 მიანიჭერს, იგივე რაც მას არსენალში ჰქონდა. მისი დებიუტი ლიგის გამსხსნელ შეხვედრაში 2007 წლის 26 აგვისტოს მოხდა, რომელიც რეისინგ სტანდარდერთან ფრე 0-0 დასრულდა. ახალ კლუბში პირველი გოლი მან 2007 წლის 19 სექტემბერს ლიონის ოლიმპიკის წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გაიტანა, რომელშიც ბარსელონამ 3-0 მოიგო. 2007-ის 29 სექტემბერს ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში ლევანტესთან, ანრიმ პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა ბარსელონასთვის.

საერთაშორისო კარიერა

ანრის წარმატებული კარიერა აქვს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მისი საერთაშორისო კარიერა 1997 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც მისმა კარგმა ფორმამ მონაკოში ყოფნისას ანრის საფრანგეთის 20 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მოუტანა, რომელთან ერთადაც მან ფიფას ახალგაზრდათა ნაკრებების 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა მომავალ თანანაკრებელებთან, უილიამ გალასთან და დავიდ ტრეზეგესთან ერთად. ოთხი თვის თავზე, საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ემე ჟაკემ ანრი ძირითად ნაკრებში გამოიძახა. ძირითად ნაკრებში საერთაშორისო ასპარეზზე 20 წლის ანრის დებიუტი 1997 წლის 11 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 2—1-ით მოგებულ მატჩში მოხდა. ჟაკე იმდენად მოიხიბლა ანრით, რომ იგი 1998 წლის მსოფლიო თასზე გაიყვანა. იმისდა მიუხედავად, რომ ანრი ძირითადად უცნობი იყო საერთაშორისო სარბიელზე, მან ტურნირი სამი გოლით საფრანგეთის ტოპ გოლების გამტანად დაასრულა. ფინალურ თამაშზე, სადაც საფრანგეთმა ბრაზილია 3—0 დაამარცხა, ის სათადარიგოთა რიგებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარსელ დესაის წითელმა ბარათმა კრიტიკული ნაბიჯი გამოიწვია. ბასტილიის დღეს 1998-ში, მას საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა.

ანრი ევრო 2000-ის საფრანგეთის გუნდის შემადგენლობაშიც იყო, ტურნირის განმავლობაში მის ანგარიშზე ისევ სამი გოლი ჩაიწერა, მათ შორის გამათანაბრებელი პორტუგალიის წინააღმდეგ ნახევარ ფინალურ მატჩში, და ისევ ლიდერი აღმოჩნდა ქვეყანაში გოლების მხრივ. მოგვიანებით, საფრანგეთმა თამაში ზინედინ ზიდანის განაღდებული პენალტის წყალობით დამატებით დროში მოიგო. საფრანგეთმა ეს ყველაფერი ისევ დამატებით დროში იტალიის დამარცხებით განაგრძო, რამაც ანრის მეორე ძირითადი საერთაშორისო მედალი მოუტანა.

2002 წლის მსოფლიო თასი ყველასთვის გასაოცრად ადრე დამთავრდა ანრისა და საფრანგეთის ნაკრებისათვის, როდესაც ტიტულის დამცველი ჩემპიონები სამ თამაშში არცერთი გატანილი გოლის შემდეგ ჯგუფური ეტაპიდან გავარდნენ. საფრანგეთმა ჯგუფის პირველი თამაში წააგო და შემდეგ მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ ანრიმ წითელი ბარათი აიღო სახიფათო ჩაჭრის გამო. ეს თამაში საფრანგეთმა ფრე 0—0 ითამაშა, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო ანრის ფინალური მატჩის გამოტოვება მოუხდა; საფრანგეთი 2—0 დამარცხდა დანიასთან.

ეროვნული ნაკრებისთვის ფორმაში ანრი 2003 წლის კონფედერაციის თასისთვის დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს წამყვანი მოთამაშეები ზინედინ ზიდანი და პატრიკ ვიეირა აკლდა, საფრანგეთმა მოახერხა გამარჯვება, ძირითადად არის გამორჩEულად კარგი თამაშის წყალობით, რისთვისაც საფრანგეთის ხუი მატჩიდან სამში ის მატჩის მოთამაშედ დასახელდა ფიფას ტექნიკური ჯგუფის მიერ. ფინალში, მან დამატებით დროში ოქროს ბურთი გაიტანა, რითაც ქვეყანას ტიტული მოუპოვა კამერუნის 0—1-ით დამარცხებით. ანრის ორივე, ადიდასის ოქროს ბურთი და ოქროს ბუცი გადაეცა, როგორც შესაბამისად შეჯიბრების გამორჩეულ მოთამაშეს და ტურნირის მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორს.

ევრო 2004-ში ანრი საფრანგეთის მიერ გამართულ ყველა თამაშში მონაწილეობდა და ორი გოლის ავტორი გახდა. საფრანგეთმა ინგლისი ჯგუფური ეტაპის მატჩებში დაამარცხა, მაგრამ საბოლოოდ შეჯიბრების გამარჯვებულებთან საბერძნეთთან დამარცხდნენ 1—0-ით ნახევარ-ფინალურ შეხვედრებში. 2006 წლის ფიფას მსოფლიო თასის განმავლობაში ანრი ერთ-ერთ ავტომატურ დამწყებად რჩებოდა გუნდში. ის თავდამსხმელად თამაშობდა, და მიუხედავად ტურნირის არასახარბიელოდ დაწყებისა, ის მსოფლიო თასის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. მან სამი გოლი დააგროვა, დაბრუნებული ჩემპიონისა და თასის ფავორიტის ბრაზილიის კარში გატანილი საფრანგეთის გოლის ჩათვლით. საბოლოოდ, საფრანგეთმა ფინალი პენალტების სერიით (5—3) იტალიასთან წააგო. ანრი ერთ-ერთი იყო ათ ნომინატს შორის ტურნირის ოქროს ბურთზე, რომელიც საბოლოოდ მის თანაგუნდელს, ზიდანს გადაეცა და ასევე, დამწყებ თავდამსხმელად დასახელდა 2006 წლის FIFPro-ს მსოფლიო გუნდში.

2007 წლის 13 ოქტომბერს, ანრიმ თავის ანგარიშზე 41-ე გოლი ჩაიწერა ფარერის კუნძულების წინააღმდეგ მატჩში, რითაც შეუერთდა მიშელ პლატინის, როგორც ქვეყნის ყველა დროის რეკორდსმენი გოლებში. ოთხი დღის შემდეგ, Stade de la Beaujoire-ზე, მან ლიტვის კარში დუბლი შეასრულა, რითაც საფრანგეთის ახალი რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით.

თამაშის სტილი

ახალგაზრდობაში ანრი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მონაკოში და იუვენტუსში გატარებული დროის განმავლობაში მას ფრთაზე თამაში მოუწია. როდესაც ანრი, 1999-ში, არსენალში გადავიდა, ვენგერმა ეს მაშინვე შეცვალა, ანრი ძველ პოზიციას დაუბრუნა და ხშირად აწყვილებდა ვეტერან ჰოლანდიელ დენის ბერკამპთან. 2004-05 სეზონის განმავლობაში, ვენგერმა არსენალი 4-5-1 ფორმაციაზე გადაიყვანა. ამ ცვლილების გამო ანრის ისევ ადაპტირება მოუწია, რათა შეწყობოდა არსენალის გუნდს, და ბევრი თამაშიც ითამაშა, როგორც განცალკევებულმა თავდამსხმელმა. და მაინც, ანრი არსენალის ძირითად შემტევ ძალად რჩებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში შესანიშნავი გოლებით გამოიხატებოდა. ვენგერმა ერთხელ თქვა თავის ახალგაზრდა ფრანგზე: "ტიერი ანრის შეეძლო ბურთის შუა მოედანზე მიღება და ისეთი გოლის გატანა, რომელსაც ვერავინ გაიტანდა მსოფლიოში".

ანრის შთამბეჭდავი თამაშის ერთ-ერთი აღსანიშნავი მიზეზი მისი შესაძლებლობაა წარმატებით დააგვირგვინოს "ერთი-ერთზე" სათამაშო ეპიზოდები. ამას დამატებული მისი სიჩქარე ნიშნავს, რომ მას შეუძლია მცველებს საკმაოდ რეგულარულად გასცდეს, რათა ეს ყველაფერი გოლით დამთავრდეს. ის ზოგჯერ გადადის ხოლმე მარცხენა ფრთაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დიდი წვლილი შეიტანოს ასისტირებაში: 2002-03 და 2004-05 შორის, თავდამსხმელმა 50 ასისტირება გააკეთა, რაც მისი არა ეგოისტური თამაშის და კრეატიულობის განმსაზღვრელია. სტანდარტულ სიტუაციებში, ანრი პენალტების და საჯარიმო დარტყმებისთვის პირველი არჩევანი იყო არსენალში, რაც რეგულარულად წარმატებულად მთავრდებოდა.

ფეხბურთს გარეთ

პირადი ცხოვრება და ოჯახი

ანრიმ 2003 წლის 5 ივლისს ინგლისელი მოდელი კლერ მერი მოიყვანა ცოლად. ცერემონია ჰაიკლერის ციხესიმაგრეში ჩატარდა, და 2005 წლის 27 მაისს წყვილს პირველი ბავშვი, ტეა გაუჩნდა. ანრიმ შვილის დაბადების შემდგომი პირველი გოლი მას მიუძღვნა; თითებით ასო "T" გამოსახვით და მათზე კოცნით. სანამ ანრი ჯერ კიდევ არსენალში თამაშობდა, მან ასევე სახლი შეიძინა ჰემფსტედში, ჩრდილოეთ ლონდონი.თუმცა, ბარსელონაში ტრანსფერიდან მოკლე ხანში, ცნობილი გახდა რომ ანრი და მისი ცოლი გაიყრებოდნენ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფანი, ანრი ხშირად ჩნდება კალაბურთის თამაშებზე თავის მეგობარ ტონი პარკერთან ერთად. ანრიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის აღმერთებს კალათბურთს, რადგან ის მსგავსია ფეხბურთის სიჩქარესა და ემოციურობაში. წარსულში NBA-ს ფინალებზე რეგულარულად მოსარულე, 2007 წლის NBA-ს ფინალებს დაესწრო სან ანტონიო სპურსის და პარკერის საყურებლად. ხოლო, 2001 წლის NBA-ს ფინალებზე, ის ფილადელფიაში გაემართა ფრანგული ტელევიზიისთვის ფინალების შესახებ რეპორტაჟების მოსამზადებლად, ისევე როგორც ალენ ივერსონის საყურებლად, რომელიც ერთ-ერთი მისი საყვარელი მოთამაშეა.

სოციალური საქმიანობა

ანრი UNICEF-ფიფას გუნდის წევრია, სადაც მან სხვა პროფესიონალ ფეხბურთელებთან ერთად 2002 და 2006 წლების მსოფლიო თასების დროს სატელევიზიო გადაცემათა სერიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ასეულობით მილიონმა ფანმა ნახა. ამ გადაცემებში მოთამაშეების მიერ ფეხბურთს პრომოუტირება ბავშთათვის სარგებლობის მოტანის კუთხით ხდებოდა.

წარსულში რასიზმის მსხვერპლი, ანრი აქტიურად გამოდის რასიზმის წინააღმდეგ ფეხბურთში. ყველაზე ცნობილი რასისტული ინციდენტი ანრის წინააღმდეგ 2004 წელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დროს მოხდა, როდესაც ესპანური ტელევიზიის ჯგუფმა ლუის არაგონესის მიერ ანრის მიმართ თქმული ფრაზა, "შავი განავალი" დააფიქსირა. ინციდენტმა დიდი მღელვარება გამოიწვია ბრიტანულ პრესაში, და მოწოდებებიც გაისმა არაგონესის დათხოვნის შესახებ. ინციდენტის შემდეგ ანრიმ და ნაიკმა Stand Up Speak Up კამპანის წამოიწყეს ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ. ამის შედეგად, 2007 წელს, ტაიმმა ის ერთ-ერთ "გმირად და პიონერად" დაასახელა "The Time 100" სიაში.

კომერციული მარკეტინგული საქმიანობა

2006 წელს, ანრი შეფასებულ იქნა მსოფლიოში ნომერ მეცხრე ყველაზე მარკეტირებადი ფეხბურთელი; ასევე ის მერვე ყველაზე მდიდარო პრემიერლიგის მოთამაშეა, £21 მილიონით. ანრიმ მონაწილეობა მიიღო რენო კლიოს რეკლამებში, რომლებშიც პოპულარიზაცის გაუწია ტერმინს va-va-voom, რაც "სიცოცხლე"-ს ან "ვნება "-ს ნიშნავს. ამის შემდეგ სიტყვა Concise Oxford English Dictionary-ში შევიდა. 2006 წლის მსოფლიო თასის ტანდემად, ანრი ასევე გამოჩნდა ნაიკის Joga Bonito-ს კამპანიაში, პორტუგალიურად "ლამაზად თამაში". მისი შეთანხმებბა ნაიკთან მსოფლიო თასის შემდეგ დასრულად, რაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს რიბოკის კამპანია "I Am What I Am" მონაწილეობაზე. 2007-ის თებერვალში, ანრი ჯილეტის "ჩემპიონების პროგრამის" სამიდან სპორტსმენიდან ერთ-ერთად დასახელდა. პროგრამში, რომელიც სამი "დღეისთვის ყველაზე ცნობილი, საყოველთაოდ პატივსაცემი და წარმატებული ათლეტების" ჩართვას გულისხმობდა, რომელში მონაწილეობა ასევე როჯერ ფედერერმა და ტაიგერ ვუდსმაც მიიღეს. წარსულში სხვა კამპანიებს შორისაა პეპსის "Dare For More" კამპანია 2005 წელს, დევიდ ბექჰემს, რონალდინიოსა და სხვებთან ერთად.

პირადი ჯილდოები

ევროპის ოქროს ბუცი: 2004, 2005

პრემიერ ლიგის ტოპ-გოლერი: 2001–02, 2003–04, 2004–05, 2005–06. ასევე, ანრი ლიდერობდა გოლებით ლიგის ოთხივე დივიზიაში 2004 და 2006 წლებში.

კონფედერაციის თასის ტოპ-გოლერი: 2003

კონფედერაციის თასის ოქროს ბურთი: 2003

Onze d'Or: 2003, 2006

PFA წლის მოთამაშე მოთამაშეთა შორის: 2002-03, 2003-04

PFA წლის ნაკრები: 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006

FWA წლის ფეხბურთელი: 2002-03, 2003-04, 2005-06

ფიფას წლის მოთამაშე:

მე-2 ადგილზე: 2003, 2004

მსოფლიო XI თავდამსხმელი: 2006

უეფას წლის ნაკრები: 2001, 2002, 2003, 2004, 2006

ევროპის წლის ფეხბურთელი

მე-2 ადგილი: 2003

მე-3 ადგილი: 2006

წლის ფრანგი ფეხბურთელი: 2000, 2003, 2004, 2005, 2006

დასახელებულ იქნა პელეს მიერ საუკეთესო 125 ცოცხალ ფეხბურთელებს შორის 2004-ის მარტში.

ჯილდოების სია

ს.კ. მონაკო

ლიგა 1: 1996-97

საფრანგეთის სუპერ თასი: 1997

ს.კ. არსენალი

პრემიერ ლიგა: 2001-02, 2003-04

ინგლისის საფეხბურთო თასი: 2002, 2003, 2005

FA Community Shield: 2002, 2004

უეფას ჩემპიონთა ლიგა მე-2 ადგილი: 2006

უეფას თასი მე-2 ადგილი: 2000

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები

ფიფას მსოფლიო თასი

მონაწილეობა: 1998, 2002, 2006

გამარჯვება: 1998

მე-2 ადგილი: 2006

უეფას ევროპის ჩემპიონატი

გამარჯვება: 2000

მონაწილეობა: 2000, 2004, 2008

კონფედერაციის თასი: 2003

ს.კ ბარსელონა:

ჩემპიონთა ლიგა: 2008-2009

ევროპის სუპერთასი: 2008-2009

მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებში: 2008-2009

ესპანეთის ჩემპიონატი: 2008-2009

ესპანეთის თასი: 2008-2009

ესპანეთის სუპერთასი: 2008-2009

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.