მაქსი ლოპესი: "ბარსელონამ" მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა"

მაქსი ლოპესი: "ბარსელონამ" მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა"

კატალონიის "ბარსელონას" და იტალიური "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მაქსი ლოპესმა ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორი გუნდის მოახლოვებულ დაპირისპირების წინ, კატალონიურ კლუბზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. იტყობინება, MundoDeportivo.

"ბარსელონამ" მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა და ლიონელ მესი ამ გუნდი არქიტექტორია, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში საკუთარი პროგრესით მთელი მსოფლიო დაიპყრო. ლეო - დიდი ლიდერია, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა მესისა და არგენტინის ჩემპიონატი აღმოჩნდეს." - ამბობს, ლოპესი.

"მესის ერაში სხვა ფეხბურთელისათვის ძალიან რთულია "ოქროს ბურთის" მოგება. დიახ, არიან რონალდუ და რიბერი, მომავალში კი დიდი ფეხბურთელი შესაძლოა, ნეიმარიც გახდეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რთულია ჯილდო სხვას გადასცე და არა მესის." - დაასრულა, ფეხბურთელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.