მიულერის აგენტი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეხვდა

მიულერის აგენტი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეხვდა

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის შეძენით ინტერესდება.

როგორც წყარო იტყობინება, სულ რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტი "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს შეხვდა.

Punto Pelota-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი შეხვედრის თემა "ბაიერნის" 25-ე ნომრის შესაძლო ტრანსფერი იყო, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტომას მიულერის მიმდინარე კონტრაქტი ბავარიელებთან, 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.