"სიტი" და "იუნაიტედი" ინიესტას ირგვლივ არსებულ სიტუაციას აკვირდებიან

"სიტი" და "იუნაიტედი" ინიესტას ირგვლივ არსებულ სიტუაციას აკვირდებიან

ინგლისური "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ყურადღებით აკვირდებიან კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას კონტრაქტისა და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. მხარეებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, მანჩესტერული გრანდები კი ყოველივე ამით სარგებლობენ და ეცდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავიანთ შემადგენლობაში გადმოიბირონ. 

ამ შესაძლო ტრანსფერში "სიტის" სერიოზული უპირატესობა და კოზირი გააჩნია, მათი სპორტული დირექტორების, ჩიკი ბეგირისტაინისა და ფერან სორიანოს სახით, რომლებიც "ბარსაში" მუშაობდნენ და ინიესტას პირადადაც იცნობენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.