დიეგო ალვესი: "ვინ არ ისურვებდა "ბარსელონაში" თამაშს?"

დიეგო ალვესი: "ვინ არ ისურვებდა "ბარსელონაში" თამაშს?"

ესპანური "ვალენსიას" მეკარემ, დიეგო ალვესმა კომენტარი გააკეთა მის შესაძლო გადასვლაზე, კატალონიის "ბარსელონაში", ესპანელი ვიქტორ ვალდესის შემცვლელად, რომელსაც კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება. 

"ვინ არ ისურვებდა "ბარსელონაში" თამაშს? მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჭორები შესაძლო გადასვლაზე რეგულარულად ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა. მე განვაგრძობ "ვალენსიაში" გამოსვლას, კონტრაქტი 2015 წლამდე მაკავშირებს. მიუხედავად ამისა სამწუხაროა და ვწუხვარ, რომ ვალდესი "ბარსელონას" ტოვებს, რადგან ეს კლუბისათვის დიდი დანაკარგია. ჩემი გადმოსახედიდან ის ამჟამად საუკეთესო ფორმაში იმყოფება." - განაცხადა, ალვესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.