ვალდესი საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდეა დარწმუნებული

ვალდესი საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდეა დარწმუნებული

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ესპანელ კიპერს, ვიქტორ ვალდესს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იგი კატალონიას დატოვებას, ეს კი მან უკვე არაერთხელ დაადასტურა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი ყველანაირად შეეცდება დაარწმუნოს ვალდესი "ბარსელონაში" დარჩენაზე, თუმცა ესპანელი მეკარე საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდეა დარწმუნებული და აზრის შეცვლას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ 31 წლის მეკარეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.