გერმანია–არგენტინა. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გერმანია–არგენტინა. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს გერმანია და არგენტინა დაუპირისპირდა (4:0). მატჩის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებემა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები.

კარლოს ტევესი

"ამ მარცხმა ჩვენ ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენა. ვიცოდით, რომ გერმანიასთან ადვილი გასეირნება არ მოგველოდა და, რომ ისინი მთელი მატჩის მანძილზე შეგვიტევდნენ. ჩვენ ერთი გოლის გატანაც კი ვერ მოვახერხეთ. ვერაფერს ვიტყვი გერმანიის გამარჯვებაზე."

გაბრიელ ჰაინცე

"მატჩის დაწყებისას ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც გვინდოდა. ჩვენ გავუშვით სწრაფი გოლი. მთელი მატჩის მანძილზე ვცდილობდით და ბოლომდე ვიხარჯებოდით, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. გერმანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია. მე ძალიან მოწყენილი ვარ. 4 წელი ველოდებოდი და ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატში მივიღებდი მონაწილეობას. ძალიან ცუდია სახლში რომ გვიწევს დაბრუნება. არგენტინის ნაკრებს შესანიშნავი მომავალი აქვს. ძალიან ბევრი შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია არგენტინელი და მათი იმედი უნდა გვქონდეს."

ხავიერ მაშერანო

"არ შემიძლია ავხსნა, თუ რა მოხდა დღეს. გერმანიამ ითამაშა ცოტა უკეთესად. ეს არ იყო ჩვენი დღე. რომ შემეძლოს ახლავე დავასრულებდი კარიერას. მე ძალიან დაბნეული და დაღლილი ვარ. აღარ მინდა ფეხბურთზე ფიქრი. გასახდელში აბსოლიტურად ყველა მოწყენილი და ნაღვლიანი იყო."

ტომას მიულერი

"დაამარცხო არგენტინა ანგარიშით 4:0, ეს სასწაულია. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამის ასაღწერად. ეს გამარჯვება არის მთელი გუნდის დამსახურება და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის. ჩვენ, ყველამ მთელი სულით და გულით ვიბრძოლეთ. რომ გავხდე ბომბარდირი, ამისათვის საჭიროა ჩემმა თანაგუნდელებმა შესანიშნავად ითამაშონ 1/2 ფინალში და გავიდნენ ბოლო რაუნდში. ფინალში მე დავბრუნდები და იმედია მოვახერხებ გატანას."

ფილიპ ლამი

"არასდროს ვიფიქრებდი, რომ შევძლებდით მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის განადგურებას, ანგარიშით 4:0. გერმანიის ნაკრები მშიერია და განაგრძნობს მოგებებს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ძალიან კარგად ვიყავით მომზადებული არგენტინასთან მატჩის წინ. ვუყურეთ მათ მიერ ნათამაშებ მატჩებს და შევისწავლეთ ყველაფერი. გერმანიას აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ჩემპიონი. იმედია ამას მოვახერხებთ."

ბასტიან შვაინშტაიგერი

"მე სახეზე გამომაყარა, როდესაც ვნახე თუ როგორ აღნიშნავდნენ გერმანიაში ჩვენს გამარჯვებას. 1/2 ფინალში ჩვენი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მე მათ მსოფლიოში საუკეთესოებად მივიჩნევ. ძალიან მძიმე მატჩი გველის, მაგრამ იმედია გავალთ ფინალში."

არნე ფრიდრიხი

"უბრალოდ დაუჯერებელია! ჩვენ შესანიშნავ განწყობაზე ვართ. არ შემიძლია ავღწერო ჩემი ახლანდელი მდგომარეობა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გერმანიის მაისურით პირველ გოლს არგენტინის ნაკრებს გავუტანდი. მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. დღევანდელი თამაშიდან უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა."

ლუკას პოდოლსკი

"ახლა ისე ჩანს, რომ ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს, მაგრამ ერთმა თამაშმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ასე რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ. არგენტინასთან მატჩის წინ ძალიან ბევრი მითქმა–მოთქმა იყო. დღეს გერმანიის ნაკრებმა აჩვენა თავის ნამდვილი ძალა. როდესაც ვინდომებთ, ყველაფერი გამოგვდის."

წყარო: sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.