"ბარსა" არგენტინას მესის ნაკრებიდან გათავისუფლებას სთხოვს

  • 9-09-2013, 13:56
  • "ბარსა" არგენტინას მესის ნაკრებიდან გათავისუფლებას სთხოვს

    "ბარსელონა" აპირებს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვოს, არ მოხდეს ლიონელ მესის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არგენტინა ხვალ მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზურს გაინაღდებს.

    ხვალ ღამით, თბილისის დროით 05 საათსა და 40 წუთზე, არგენტინა პარაგვაის დაუპირისპირდება. არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის განაღდების შანსი აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი დამარცხდება. ეს სხვა მატჩებს შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ "ბარსელონა" არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართავს, რათა ალეხანდრო საბელიამ მესი 11 ოქტომბერს პერუსთან და 15 ოქტომბერს ურუგვაისთან გასამართ მატჩებში არ გამოიძახოს. ეს თხოვნა განპირობებული იქნება იმით, რომ სეზონის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ხანგრძლივი მგზავრობა ავნებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV