ესპანეთმა კვლავ ვილას გოლით გაიმარჯვა

ესპანეთმა კვლავ ვილას გოლით გაიმარჯვა

სულ რამდენიმე წუთია, რაც დასრულდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 1/4 ფინალური მატჩი ესპანეთსა და პარაგვაის შორის. ეს შეხვედრა ნამდვილად დარჩება ფეხბურთის ისტორიაში. მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან ცოტა იყო სახიფათო მომენტები. პირველ ტაიმში ვალდესმა პირველი გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ჩათვალა, რომ იგი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ნამდვილად არ არის მართალი. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ მსაჯთა შეცდომებს ამ მუნდიალზე. 59–ე წუთზე ჟერარ პიკემ საჯარიმოში იუხეშა და ესპანელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. კარდოზომ მეკარისგან მარცხენა კუთხეში დაარტყა, თუმცა კასილიასმა შესანიშნავი ნახტომი შეასრულა და დაეუფლა ბურთს. მან სწრაფადვე განაახლა თამაში, ხაბი ალონსომ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა დავიდ ვილას, რომელიც პარაგვაელ მეკარესთან ერთი–ერთზე დარჩა, მაგრამ მას უკნიდან ხელი უბიძგეს და დაინიშნა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი. ჩაბი ალონსომ გადაწყვიტა შეესრულებინა ეს თერთმეტმეტრიანი. მან გადაწყვიტა მარცხენა კუთხეში გაეგზავნა ბურთი, მეკარე ვილარიც სწორედ ამ კუთხეში გადახტა და მოიგერია კიდეც ეს დარტყმული. ამ ერთ წუთში ორი თერთმეტმეტრიანის ვერ გამოყენების შემდეგ, თამაშის ტემპი დავარდა, თუმცა 83–ე წუთზე ინიესტამ ბრწყინვალედ ითამაშა, შესანიშნავი პასი გაუკეთა პედრო როდრიგესს, რომელმაც დაარტყა, თუმცა პარაგვაი ძელმა იხსნა; ამის შემდეგ ბურთი დავიდ ვილას მიუვიდა. ვილამ პირდაპირ კარში დაარტყა და პარაგვაელთა ორივე ძელი გაინძრა, თუმცა გოლი მაინც გავიდა. საბოლოო ანგარიში ესპანელთა სასარგებლოდ, 1:0 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალში გამეორდება 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ერთმანეთს გერმანიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.