გუტი: "რონალდუ მესის არ ჩამორჩება"

გუტი: "რონალდუ მესის არ ჩამორჩება"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ლეგენდარულმა, გუტიმ პორტუგალიელ ჟურნალისტთან ინტერვიუში "რეალის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუსა და "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის შედარებაზე ისაუბრა. 

"დისკუსია, ამ ორი ფეხბურთელის ერთმანეთთან შედარების თემაზე არასოდეს შეწყდება. რონალდუ თუ მესი, მესი თუ რონალდუ... თავის დროზე მე მსგავსი საკითხის განხილვა არ შემეძლო რონალდოსა და ზიდანთან დაკავშირებით. ისინი უბრალოდ საუკეთესონი იყვნენ. ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მესი უკეთესია, მაგრამ ოდნავ უკეთესი. არგენტინელს, რამოდენიმე კარგი თვისება აქვს, რომელიც გუნდს წარმატების მიღწევაში და ბევრი ტიტულის მოგებაში ეხმარება, თუმცა რონალდუც არაფრით ჩამოუვარდება ლეოს. მაგრამ ხშირად ვაკვირდები თამაშის სტილსა და ბურთთან კონტაქტის მანერას, რომელშიც კრიშტიანუ გამოირჩევა. აქ მე სწორედ ის უფრო მომწონს." - განაცხადა, გუტიმ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.