რაიოლას თქმით იბრა გუნდიდან არ მიდის

რაიოლას თქმით იბრა გუნდიდან არ მიდის

უკანასკნელ დღეებში აგორდა ბევრი ჭორები იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი გუნდიდან მიდის, მაგრამ მისი აგენტის მინო რაიოლას თქმით თავისი კლიენტი კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
"მას ბარსელონასთან აკავშირებს ოთხ წლიანი კონტრაქტი, ის ესპანეთში თავს კარგად გრძნობს და არსად არ აპირებს წასვლას"- განაცხადა მისმა აგენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ზლატანი წავა გუნდიდან ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი გადაწყვეტილებით, მაგრამ ზლატანს ეს განზრახვა არ აქვს და მას არ ემუქრება გუნდიდან წასვლა.
ზლატანი დატოვებს "ბარსელონას" როცა მოესურვება, მაგრამ მას ეს აზრი არ ამოძრავებს და სურს დარჩეს "ბარსას" ახალი პრეზდენტის სანდრო როსელის სამრევლოში.
"ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ზლატანმა უარი უთხრა "მილანის" შემოთავაზებას და არ მოაწერა მათ კონტრაქტს ხელი, რადგან ის "ბარსელონაში" კარგად გრძნობს თავს და მას არ სურს სხვა გუნდში გადასვლა"- განაცხადა რაიოლამ.

წყარო: barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.