"ატლეტიკო"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები

  • 22-08-2013, 21:34
  • "ატლეტიკო"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები

    ესპანეთის სუპერთასის გუშინდელ თამაშში ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ მათგან საუკეთესოებს:

    • შუაღამის დადგომამდე 24 წუთით ადრე ნეიმარმა "ბარსას" მაისურით თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა და ეს მოახერხა მან მხოლოდ და მხოლოდ 7 წუთის შემდეგ, რაც პედრო შეცვალა მოედანზე.
    • სულ რაღაც 2 ოფიცალურ მატჩში უკვე მოახერხეს "ბარსას" ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა გოლების გატანა. კერძოდ ალექსისმა, პედრომ (2), მესიმ (2), ალვესმა, ჩავიმ და ნეიმარმა.
    • გუშინდელ თამაშში ყველაზე მეტჯერ "ბარსას" ნახევრიდან ბურთი ამოიტანეს მასკერანომ (14), ბუსკეტსმა (11), ალვესმა (10)
    • "ატლეტიკოს" ჰქონდა გუშინდელ დაპირისპირებაში 9 დარტყმა კარის მიმართულებით, "ბარსას" 8. აქედან – 4 ზუსტი.
    • ზუსტ პასებში აშკარა ლიდერი "ბარსელონაა" 638 ზუსტი პასით, როცა მოწინააღმდეგემ მხოლოდ 183 ზუსტი პასის გაკეთება მოახერხა.
    • მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ ითამაშა 90 წუთი "ლევანტესა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ესენია: ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო და ბუსკეტსი.
    • დავიდ ვილიამ "ბარსას" წინააღმდეგ ჩატარებული 15 თამაშიდან გუშინდელ თამაშში თავისი მე–8 გოლი გაიტანა. მისმა გუნდებმა მოახერხეს 5 თამაშის მოგება, ექვსის წაგება და ოთხი თამაშის ფრედ დასრულება.
    • ბოლო სამი თამაშის განმავლობაში "ატლეტიკო" ანგარიშის გახსნას ახერხებდა. გასულ სეზონში ისინი 4–1 დამარცხდნენ ბარსელონაში და 2–1 მადრიდში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV