კასილასი "ბარსელონაში"?

კასილასი "ბარსელონაში"?

როგორც ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, შესაძლოა მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი კატალონიის "ბარსელონაში" გადმოვიდეს. 

წინა სეზონში იკერ კასილიასმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მადრიდელებმა გამოცდილი დიეგო ლოპესი შეიძინეს. დიეგომ ის შესანიშნავად ჩაანაცვლა. ყველას ეგონა, რომ გამოჯანმრთელებული იკერი კუთვნილ ადგილს დაიბრუნებდა, თუმცა "რეალის"  ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო პირველად მაინც დიეგო ლოპესს თვლიდა. ყველას ეგონა, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, იკერი დაიწყებდა თამაშს, თუმცა ლა ლიგის პირველ მატჩში მადრიდის "რეალის" კარში მაინც დიეგო ლოპესი იდგა. 

ესპანური პრესა წერს, რომ სერიოზულად განიხილავს კლუბის შეცვლას. პირველ რიგში მას კლუბის შეცვლა უნდა, რადგან მან დაკარგა ადგილი ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, შემდეგ წელს კი ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა დაიცვას. წამყვანი ესპანელი ჟურნალისტები თვლიან, რომ იკერ კასილიასი კატალონიაში არ გადავა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.