23 ფეხბურთელი მიუნხენში გაემგზავრა

23 ფეხბურთელი მიუნხენში გაემგზავრა

დღეს, თბილისის დროით 11.30-ზე კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელები მიუნხენში გაემგზავრნენ, ვინაიდან საღამოს 9-ის ნახევარზე მათ მოუწევთ ამხანაგური მატჩის ჩატარება ”ბაიერნთან”.

მიუნხენში კატალონიელთა 23 ფეხბურთელი გაემგზავრა. მათი შემდეგი გაჩერება იქნება ოსლო, სადაც ისინი ჩაატარებენ მორიგ ამხანაგურს ”ვოლერენგოის” წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ფეხბურთელები, რომელნიც კონფედერაციის თასზე თამაშობდნენ. ესენი არიან: ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ფაბრეგასი, ალვესი და ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.