ტიაგო: "ბაიერნში" ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას რაც "ბარსელონაში" იყო"

ტიაგო: "ბაიერნში" ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას რაც "ბარსელონაში" იყო"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა და გერმანული "ბაიერნის" ახალწვეულმა, ტიაგო ალკანტარამ ერთმანეთს მისი ყოფილი და ამჟამინდელი კლუბები შეადარა. იტყობინება, Goal.

"რა არის განსხვავებული "ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის? აქ ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც მე კატალონიურ კლუბში მქონდა. კარიერის დასაწყისში "ბარსაში" ჩემს ირგვლივ შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობდნენ და აქაც სწორედ ასეა. ეს ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს ეხმარება კლუბთან შეჩვევაში." - განაცხადა, ალკანტარამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.