დელ ბოსკე: ხავის, ინიესტასა და ფაბრეგასს ერთად თამაში შეუძლიათ

დელ ბოსკე: ხავის, ინიესტასა და ფაბრეგასს ერთად თამაში შეუძლიათ

 ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ Sport.es-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი იმედებს ამყარებს სესკ ფაბრეგასსა და ანდრეს ინიესტაზე. იმედი აქვს, რომ ორივე ეს ფეხბურთელი ტურნირის დაწყებამდე მოასწრებს ტრავმების ბოლომდე მოშუშებას და ფორმაში ჩადგომას.

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი ჯანმრთელობაა და ამის გარისკვას არავინ არ აპირებს.

"ჩვენ ფეხბურთელების ჯანმრთელობას საფრთის ქვეშ არ დავაყენებთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ფაბრეგასი და ინიესტა ბოლომდე მოიშუშებენ ტრავმებს. გასულ კონფედერაციის თასზე ინიესტას სერიოზული ტრავმა ქონდა და ჩვენ არ გაგვირისკავს. ახლა მას არც ისე რთული ტრავმა აქვს და შარშანდელთან შედარებით ყველაფერი გაცილებით იოლია", - განაცხადა დელ ბოსკემ.

კითხვაზე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება მოედანზე ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასის ერთად თამაში, დელ ბოსკემ უპასუხა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ისინი შესანიშნავად ითამაშებენ ერთმანეთის მხარდამხარ.

წყარო: Championat.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.