,,რეგალ ბარსა'' ევროპის უძლიერესი კლუბია

,,რეგალ ბარსა'' ევროპის უძლიერესი კლუბია

,,ბარსელონას'' საკალათბურთო გუნდმა ფანტასტიური სეზონი ჩაატარა და მოახერხა ევროპის საუკეთესო გუნდი გამხდარიყო, ფინალში კი ბერძნული ,,ოლიმპიაკოსი'' იქნა მიწასთან გასწორებული.

ბარსელონამ ძალიან აგრესიულად დაიწყო და თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა. მეორე პერიოდიც იმავე სცენარით წარიმართა, რაც შეეხება მესამე პერიოდს, აქ ,,ოლიმპიაკოსმა'' შეძლო თამაშის შემობრუნება და წინ გავიდა 52-47. თუმცა სწორედ ამ დროს ,,ბარსამ'' მოახერხა თავის ხელში აყვანა და 8-0 გარღვევის განხორციელება, რის შემდეგაც უპირატესობა კატალონიურ გრანდს ხელიდან არც გაუშვია. ეს სეზონი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ,,ბარსამ'' ტიტულისკენ მიმავალ გზაზე შეძლო დაუძინებელი მტრის, მადრიდის ,,რეალის'', ტურნირიდან გამოთიშვა (3-1).

ეს კი მატჩის მოკლე მიმოხილვა:
[media=http://www.youtube.com/watch?v=yfZlTCV5YSs]


ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) კი ხუან კარლოს ნავარო იქნა აღიარებული.
[media=http://www.youtube.com/watch?v=wD2RHehs3rE]


,,რეგალ ბარსამ'' უკვე მოიპოვა კატალონიის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი (CBA) ფაქტობრივად უკვე მოგებული აქვს (დარჩენილი მხოლოდ ერთი ტურია)
1. Regal Barca 30-3
2. Caja Laboral 27-6
3. MMC Real M. 26-7

,,რეგალ ბარსას'' შანსი აქვს ბარსას საფეხბურთო კლუბის შარშანდელის ანალოგიური სეზონი ჩაატაროს და გაიმარჯვოს ყველა ტურნირში, სადაც იღებს მონაწილეობას. აქვე შეიძელება კიდევ ერთი პარალელის გავლება: შარშან ,,ბარსამ'' შინ მადრიდის ,,რეალს'' მხოლოდ 2-0 სძლია, ხოლო ,,ბერნაბეუზე'' 2-6 მიწასთან გაასწორა. რაც შეეხება ,,რეგალ ბარსას'', მანაც საკუთარ მოედანზე მეტოქეს მოკრძალებული ანგარიშით 78-73 მოუგო, ხოლო გასვლაზე კი ქვა ქვაზე არ დატოვა მარდირელებისაგან (57-79).

ახლა კი გთავაზობთ დაჯილდოების ვიდეოს:
[media=http://www.youtube.com/watch?v=8rYezoGZqxA]
მატჩს ესწრებოდნენ კატალონიის "ბარსელონას" საფეხბურთო გუნდის წევრები: ჩავი, ბუსკეტსი, პუიოლი, პიკე და ბოიანი.
წყარო: Sport.es, Eurosport.ru, Yahoo.com,Totalbarca.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.