ნეიმარის ტრანსფერის ფასმა 17,1 მილიონი ევრო შეადგინა

ნეიმარის ტრანსფერის ფასმა 17,1 მილიონი ევრო შეადგინა

დღეს ბრაზილიურმა Radio Globo საკმაოდ ჩახლართული გარიგების მორიგი დეტალები გამოაქვეყნა, რომელიც "ბარსელონასა" და "სანტოსის" მოლაპარაკებებს ეხება ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის თაობაზე.

სატრანსფერო ფურცლის თანახმად, კატალონიელებმა 21 წლის ფეხბურთელის 100%-იანი უფლებების მოსაპოვებლად 17,1 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო კიდევ 171 ათასი ადმინისტრაციულ ხარჯებში შევიდა. კატალონიის "ბარსელონამ" კი განაცხადა, რომ ნეიმარის ტრანსფერი კლუბს 57 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ მაგალითის გათვალისწინებით აქამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად კატალონიურმა კლუბმა ნეიმარის მამას 40 მილიონი ევრო წინასწარ გადაუხადა, სავსებით რეალურს ხდის. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.