ორთოლა - ”ბარსა ბ-ს” პირველი შენაძენი

ორთოლა - ”ბარსა ბ-ს” პირველი შენაძენი

საფეხბურთო კლუბს ”ბარსელონას” ახალგაზრულმა აკადემიამ, ”ბარსა ბ-მ” პირველი ახალწვეულის გადმობირება ოფიციალურად დაამტკიცა. მოლაპარაკებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და მაინც, ყველაფერი კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა.
ადრია ორთოლა ”ვილიარეალის” ახალგაზრდა, 19 წლის მეკარე გახლდათ. იგი ესპანეთის ნაკრების ასაკობრივ ნაკრებშიც კი იყო გამოძახებული. ეს მეკარე კიდევ ერთი ტალანტია, რომლითაც მომავალში ”ბარსა ბ” სავარაუდოდ იამაყებს. მისი შეძენით ასევე დაინტერესებული იყო ”რეალ მადრიდი”, თუმცა ”ბარსამ” შეძლო ამ მინი-დუელის მოგება. 
მეკარეს თავად სურდა კატალონიაში გადმობარგება და სამწლიანი კონტრაქტი უპრობლემოდ გააფორმა. მისი საუკეთესო თვისებებია მაღალ ბურთზე თამაში და ასევე, ერთ-ერთზე პოზიციის ბრწყინვალედ არჩევა. რაც მთავარია ”ბარსელონასთვის” იგი ასევე კარგად თამაშობს ფეხით, ეს კი კატალონიური გრანდის კიპერის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 12 მილიონ ევროს უდრის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.